მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » 10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვჭამოთ ბროწეული
9:04 PM
10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვჭამოთ ბროწეული

ბროწეულის დადებითი თვისებების კონკრეტიზაციაზე გადასვლამდე, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ხილში შემავალი ის ვიტამინები და მინერალები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული ხილი მდიდარია: A, C, E, B1, B2, PPვიტამინებით, აგრეთვე მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ადამიანის მომნელებითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის და რადიაციული დასხივების დროს. 

ახალა კი გადავიდეთ იმ 10 ძირითად მიზეზზე რატომაც უნდა მივირთვათ ეს გემრიელი ხილი:

1. ბროწეული –ახალგაზრდობის გარანტია.

ბროწეულში შემავალი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები, ორგანიზმში ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესში აქტიურ მონაწილოებას იღებენ. შესაბამისად, ბროწეული მოიაზრება სიბერის პროცესების ხელისშემშლელ ფაქტორად.

2. ბროწეული – ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი.
აღმოჩნდა, რომ ბროწეული არა მხოლოდ აწესრიგებს ღვიძლის ფუნქციას და იცავს მას, არამედ აქტიურ მონაწილეობას იღებს დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდგენით პროცესებშიც.

3. ბროწეული – თირკმელის დამცველი.
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ბროწეულში შემავალ ნივთიერებებს შეუძლიათ დაიცვან თირკმელი მავნე ტოქსინებისა და დაზიანებებისგან, რაც მისი ფუნქციონირების გამართული მუშაობის გარანტია.

4. ბროწეული – გულის დაავადებების რისკების მინიმუმამდე დამყვანი.
ბროწეული ხელს უწყობს სხეულში ქოლესტერინის სინთეზს, აუმჯობესებს უჯრედების მდგომარეობას და იცავს სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისგან. ბროწეული ასევე მოიაზრება ათელოსკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად.

5. ბროწეული – იმუნური სისტემის გამაძლიერებელი.
ბროწეულის წვენი შეიცავს იმუნური სისტემის გამაძლიერებელ C ვიტამინს. სწორედ ამიტომ სპეციალისტები გვრიჩევენ მის მიღებას, გაციების დროს. განსაკუთრებით მისი მიღება მნიშვნლოვანია ზამთრის პერიოდში, როდესაც ადამიანის იმუნიტეტი მეტ–ნაკლებად დაქვეითებულია.

6. ბროწეული – ანტიალერგიული საშუალება.
ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სხეულში ისეთ ბიოქიმიურ პროცესებს, როგორიცაა ალერგია. მისი რეგულარული მიღება გარკვეული ფორმით ალერგიისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენს.

7. ბროწეული – პროსტატისა და ძუძუს კიბოს "მტერი”.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბროწეული და მისი წვენი იწვევს პროსტატის კიბოს უჯრედების კვდომას. იგი ასევე მოიზაქრება მკერდის კიბოს პრევენციულ საშუალებად. როგორ გაირკვა ბროწეული ეფექტური საშუალებაა სიმსივნური სტადიების პროგრესირების დასაბრკოლებლად.

8. ბროწეული – ჰორმონების სტიმულატორი.
მეცნიერთა მტკიცებით, ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამდენად, ნუ უგულვებელყოფთ ბროწეულის კურკებს, მიირთვით ისინი, მით უფრო, თუ თავის ტკივილებს, მტკივან მენსტრუალურ ციკლს, ან კლიმაქსს უჩივით.

9. ბროწეული – არტერიული წნევის მარეგულირებელი.
თუ მაღალცხიმიანი საკვები თქვენს წნევაზე უარყოფითად იმოქმედებს, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით ის აუცილებლად დაარეგულირებს თქვენს არტერიულ წნევას. ბროწეულის მარცვლების ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.

10. ბროწეული – მეტაბოლური სინდრომის მკურნალი.
ეს ხილი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს ინსულინის აქტივაციას, ებრძვის ანთებით პროცესებს და საკმაოდ ბევრ მეტაბოლურ სინდრომს კურნავს.

ყურადღებით! ბროწეულის კანი შეიცავს მცირე რაოდენობით ძალიან მომწამვლელ ნივთიერებას, ალკალოიდოვს. მისი ქერქის გამოყენებით მიღებული ნაყენის ან სხვა საშუალების დამზადებისას აუცილებელია ზუსტი დოზირება. აგრეთვე ბროწეულის წვენში შემავალი ორგანული მჟავები ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს კბილის ემალზე, ამიტომ მისი მიღებისას აუცილებელია გარკვეული რაოდენობის წყალში გაზავება.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 702 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0