მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » 10 პერსონაჟი რომელთა წარსულის გაგებაც საინტერესო იქნებოდა
6:39 PM
10 პერსონაჟი რომელთა წარსულის გაგებაც საინტერესო იქნებოდა

s

არც თუ ისე ხშირია ”Origins” ჟანრის ფილმები თუმცა მაყურებელს ყოველთვის მოსწონდა ეს ჟანრი . 1 მაისს იქნება პრემიერა ფილმისა ”X-Men Origins: Wolverine ” (თუმცა ამ ფილმის დაუმუშავებელი ვერსია უკვე გამოჩნდა ინტერნეტში) , რომელიც სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება , დაწვრილებითში შემოგთავაზებთ 10 პერსონაჟს რომელთა წარსულის გაგებაც არანაკლებ საინტერესო იქნებოდა .

10. Wanted Origins: Fox

s

ჰოლივუდში ჭორები გავრცელდა , რომ ფილმ ” Wanted ”-ის მეორე ნაწილზე დაიწყო მუშაობა რომლშიც ანჯელინა ჯოლის გმირი გაცოცხლდებოდა , მართალია არც პირველი ნაწილი იყო რეალობასთან ახლოს მაგრამ ჯოლის იმ ქვეყნიდან დაბრუნება ნამდვილად არ მოუტანს ფილმს ისეთ წარმატებას როგორიც ნავარაუდევია , თუმცა ალბათ ყველა სიამოვნებით ნახავდა ჯოლის გმირის წარსულზე გადაღებულ ფილმს.

9. The Matrix Origins: Morpheus

s

მატრიცის პირველი ნაწილის შემდეგ მეორეს და მესამეს ისეთი წარმატება არ მოყოლია როგორც ამას მათი რეჟისორები გეგმავდნენ , ასე რომ მორფიუსის პერსონის წარსულის გაგება და ამაზე ფილმის გადაღება ალბათ რეიტინგის სათავეში დააბრუნებდა მატრიცას.

8. Watchmen Origins: Rorschach

s

მართალია ”Watchmen”-ზე დიდ იმედებს ამყარებდნენ , მაგრამ როგორც ყოველთვის იმედგაცრუება ჰოლივუდისთვის ნაცნობი ხილია , მართალია ფილმი დახუნძლულია შესანიშნავი ვიზუალური ეფექტებით მაგრამ შინაარსს რაც შეეხება აქ ცოტა მოიკოჭლებს , ხოლო როშაქი უსამართლობასთან მებრძოლი გმირი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია ამ ფილმში , დაველოდოთ იქნებ მასზეც გადაიღონ”Origins”.

7. Serenity Origins: Mal

s

ეს ფილმი იმ ფილმთა რიცხვს მიეკუთვნება რომლებიც დაუკმაყოფილებლობის გრძონბას ტოვებენ ცუდი სცენარის გამო , ასე რომ ჯობია ფილმის გაგრძელებაზე დაიწყონ ფიქრი სცენრისტებმა

6. L.A. Confidential Origins: Bud White

s

კარგი ფილმი კარგი მსახიობებით , სხვა რა ითქმის ამ ფილმზე , ყველაფერი შესანიშნავადაა გაკეთებული სცენარიც და მსახიობების შერჩევაც , თუმცა ფეთქებადი ხასიათის მქონე ლეიტენანტის ბად ვაიტის ამბის გაგებაც არ იქნებოდა ცუდი

5. Sin City Origins: Marv

s

როგორც წინა ფილმზე ამ ფილმზეც მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება , ცუდია რომ მიკი რურკის პერსონაჟზე მწირი ინფორმაციაა ფილმში და მისი ისტორიის გადაღება არც თუ ისე წარუმატებელი იდეა იქნება

4. The Incredibles Origins: Frozone

s

(ჩემი კომენტარი : ” აი ამისი ამბის გაგება ვის რა ჯანდაბად აინტერესებს ვერ გავიგე  ”)

ეს გახლავთ სუპერგმირი ანიმაციური ფილმიდან ”The Incredibles ” , რომელიც სულ რამოდენიმეჯერ ჩანს ანიმეს განმავლობაში

3. Kill Bill Origins: Bill

s

კვენტინ ტარანტინოს უკვდავი შედევრი , ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ კვენტინ ტარანტინო და მისი ფილმები ცალკე სასაუბრო თემაა , ” ბილის ” ისტორიის გადაღება კი ალბათ კიდეც ერთხელ გაახარებდა მაყურებლებს

2. The Departed Origins: Frank Costello

s

მას შემდეგ რაც ფილმს ოსკარი მიანიჭეს ხმები გავრცელდა რომ რეჟისორები აპირებდნენ მარკ ვოლბერგის პერსონაჟზე ფილმის გადაღებას თუმცა რათომღაც ეს პროექტი ჩაიშალა , მაგრამ კარგი იქნებოდა ალბათ ვოლბერგის ნაცვლად ჯეკ ნიკოლსონის გმირის მაფიის ბოსის ფრენკ კოსთელოს ”Origins”-ის გადაღება.

1. No Country for Old Men Origins: Anton Chigurh

s

მართალია ხავიერ ბარდემა არაერთი ჯილდო მიირო ამ ფილმისთვის მაგრამ დასანანია რომ ესე ცოთა რამ ჩანს ფილმში მის პერსონაჟზე , რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული შეხედულებით ცხოვრებისეულ კანონებსა თუ შეხედულებებზე.


კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 729 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0