მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » 10 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ
8:00 PM
10 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ

გადატვირთულ ცხოვრებაში, ხშირად უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ – ვადგავართ თუ არა სწორ გზას. ეს მხოლოდ კარიერას არ ეხება, არამედ ცხოვრებას, პერსონალურ ურთიერთობებს და თუნდაც მთელ მსოფლიოს ჩვენს გარშემო. ცხოვრება სამაოდ ხანმოკლეა, ამიტომ ახლავე გააკეთეთ შემდეგი:

1. დამნაშვე ვარ
თუ ვინმეს აწყენინეთ წარსულში, აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში. აღიარება ხშირად ძნელია, მაგრამ მუდმივად დარცხვენილად ყოფნას, ჯობია აღიაროთ ის. არ აქვს მნიშვნელობა, წყენა დიდი იყო თუ პატარა. თუ პირველ ნაბიჯს თქვენ გადადგამთ, შესაძლოა თავი დარცხვენილად მანაც იგრძნოს და  მოგიბოდიშოთ – თავს ორივე უკეთ იგრძნობთ და კარგი ურთიერთობებიც განახლდება.

2. შეხვდით მეზობლებს
ისინი ალბათ, შესანიშნავი ადამიანები არიან. არაა აუცილებელი, წახვიდეთ და რამე სთხოვოთ. უბრალოდ გაიცანით ისინი, გაიგეთ მათი სახელები, ჰყავთ თუ არა ბავშვები და როგორ ცხოვრობენ. იქნებ ერთ დღეს კარგი მეგობრებიც გახდეთ.

3. გაეცანით საერთაშორისო ახალ ამბებს
თქვენ მსოფლიოს ნაწილი ხართ, სადაც ბევრი ცუდი და კარგი რამ ხდება. გაეცანით სხვადასხვა ქვეყნების დღის მთავარ ამბებს და შეადარეთ თქვენი ქვეყნის სიახლეებთან.

4. დაემშვიდობეთ Facebook-ს
უთხარით მეგობრებს, რომ არ იქნებით ქსელში ერთი კვირით. დაბლოკეთ პროფილი და ნახეთ რამდენად უფრო მეტად პროდუქტიული გახდებით.

5. განიხილეთ თქვენი ოცნებები და მისწრაფებები
ჩამოწერეთ თქვენი ოცნებები და მიზნები. შემდეგ დაწერეთ 10 წლის წინ რა იქნებოდა თქვენი ოცნება და შეადარეთ, არიან ისინი განსხვავებული თუ ერთი და იგივე. თუ ისინი ერთმანეთს ჰგვანან კითხეთ თქვენ თავს, რატომ ვერ მიაღწიეთ მათ და რა ეტაპები უნდა განვლოთ მათი რეალიზებისთვის.

6. გამოიძინეთ ღამით კარგად
დასაძინებლად 1 საათით ადრე წასვლა დღეს და ხვალ ჩვეულ დროს გაღვიძება, წარმოიდგინეთ რამდენად კარგად გაგრძნობინებთ თავს. მაგრამ ეს ერთი საათი არ გაატაროთ საწოლში უაზრო წოლით და სმარტფონებში ქექვით. ეს დამატებითი საათი გამოიყენეთ დასაძინებლად.

7. იყავით მადლიერი
დალაი ლამა: "როდესაც ხშირად ხარ მადლიერი, მეტი პატივისცემის გრძნობა გიჩნდება სხვების მიმართ”. თუ ხშირად იფიქრებ იმაზე, რაც არ გაქვს ბედნიერი ვერ იქნები. იფიქრე, რომ მადლიერი ხარ იმით რაც გაქვს და მეტად პოზიტიური და დადებითი იქნები.

8. დაიწყეთ ახალი გეგმა ან დაამთავრეთ უკვე დაწყებული
ალბათ თავში ბევრი იდეა გიტრიალებთ: სახლის გარემონტება, ბაღის გალამაზება და ა.შ. დაიწყეთ ის ახლავე ან გადადგით სასარგებლო ნაბიჟები მის დასაწყებად.

9. მიწერეთ წერილი საყვარელ ადამიანს ხელით
ძალიან მარტივია მესიჯით ან იმეილით წერილის გაგზავნა, მაგრამ თუ გინდათ, რომ ის ფასეული იყოს მიწერეთ ხელით. დაწერაში, კონვერტში მოთავსებაში, საფოსტო ყუთში ჩაგდებაში, კარგავთ თქვენ ძვირფას დროს, რაც უფრო მეტად ფასეულს ხდის მას. მართალია არც ესაა ძნელი საქმე, თუმცა აბა დაფიქრდით ბოლოს როდის გააკეთეთ ეს? წერილებს შეუძლია შეცვალოს თქვენი და მისი სამყარო.

10. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
დალაი ლამა: ” შენს გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.” მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქმედების და სიტყვები უნდა აკონტროლოს. შენი ბედი შენს ხელშია!

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 613 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0