მთავარი » 2014 » იანვარი » 15 » 12 მეტრიანი ხის სკულპტურა
10:14 PM
12 მეტრიანი ხის სკულპტურა

ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.

აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი.

ამ ხის "ტილო”–ს მეშვეობით Zheng მოგვითხრობს პატარა ქალაქის მდიდრებისა და ღარიბების ცხოვრების შესახებ. სკულპტორმა უმცირესი დეტალების, პატარა სახლების, ნავების და 550 ადამიანის ფიგურის ამოტვიფრვით გადმოსცა ერთი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების წესი. ეს ნამუშევარი უპირობოდ გახდება ჩინეთის თანამედროვე კულტურის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა.


კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 748 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0