მთავარი » 2014 » იანვარი » 18

ძველი ეგვიპტე პირველ რიგში ცნობილია თავისი გიგანტური ქვის პირამიდებით, რომლებიც ფარაონების აკლდამებს წარმოადგენდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა დიდგვაროვანი ვერ ჰპოვებდა ამ გრანდიოზულ ნაგებობებში სამუდამო განსასვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე რამოდენიმე ასწლეულია პირამიდებს შეისწავლიან, არც ისე დიდი ხნის აეხადა  ფარდა საიდუმლოს, თუ როგორ აშენებდნენ მათ ეგვიპტელები და რატომ იძახდნენ უარს მის მშენებლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო"-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 565 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

ბროწეულის დადებითი თვისებების კონკრეტიზაციაზე გადასვლამდე, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ხილში შემავალი ის ვიტამინები და მინერალები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული ხილი მდიდარია: A, C, E, B1, B2, PPვიტამინებით, აგრეთვე მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ადამიანის მომნელებითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის და რადიაციული დასხივების დროს

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 705 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა. ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.

როგორც დენისი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უბრალო ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა. მის შიგნით შესვლის შემდეგ ყოველი პროცესი თვალსაჩინო ხდება.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 547 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

ამერიკაში არსებული ანომალიური ყინვების გამო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ერთ–ერთი ულამაზესი ჩანჩქერი ნიაგარა, რომელიც აშშ–სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს გაიყინა. მსგავსი ფაქტი აქამდე სულ ორჯერ დაფიქსირდა – 1848 და 1912 წლებში.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 579 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG -მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 588 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

ბეჭდვითი რეკლამის გასული თვის საუკეთესო ეგზემპლარები. წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან  კრეატიულ და საინტერესო ნამუშევრებს რეკლამის დარგში.
Категория: სასაცილო | Просмотров: 705 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგზაო წესების უნივერსალური წესები არსებობს, მაგრამ თითოეულ ქვეყანას საკუთარი განსაკუთრებული წესიც აქვს, რომელსაც რა თქმა უნდა ადგილობრივი მძღოლები იცავენ და თუ თქვენ ამ ქვეყნებში აღმოჩნდებით გირჩევთ ჩვენი სტატია კარგად წაიკითხოთ.


Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 547 | Добавил: buka | Дата: 2014-01-18 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0