მთავარი » 2014 » იანვარი » 15 » Aeromobil 2.5 – მფრინავი ავტომობილი
10:15 PM
Aeromobil 2.5 – მფრინავი ავტომობილი

სლოვაკურმა პატარა ავტო-კომპანიამ რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი მიღწევა ფართო საზოგადოებას წარუდგინდა. ეს გახლავთ მფინავი ავტომობილი Aeromobil 2.5, რომლის სატესტო ფრენაც ახლახანს წარმატებით განხორციელდა. თუმცა გარკვეული მინუსები უკვე გამოვლინდა, რაც შემდგომში მდგომარეობს: ავტომობილი 10 მეტრზე მეტზე მაღლა ვერ აფრინდა, აგრეთვე ჰაერში ყოფნის დროს მაღალი იყო მანქანის ვიბრაციის მაჩვენებელი.

ავტომობილის პროექტირებაზე მუშაობდა  საავტომობილო დიზაინერი Štefan Klein, რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს Audi–სთან, BMW–სა და Volkswagen–თან. შტეფან კლეინმა დაახლოებით 20 წელი მოანდომა მისი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამ თანამედროვე ავტომობილის შექმნამდე მან რამოდენიმე მსგავსი პროტოტიპიც კი დაამზადა, თუმცა საბოლოო სახე სწორედ ამ მფრინავმა მანქანამ მიიღო.

Aeromobil 2.5–ს დასაკეცი ფრთები აქვს, რომელიც გზაზე მოძრაობისას, ავტომობილის გასწვრივ იკავებს ადგილს.  რაც შეეხება ავტომობილის ზომებს, მანქანის სიგრძე 6 მ–ს აღწევს, სიგანე (დაკეცილი ფრთებით) – 1.6 მ, ფრთაშლილობა 8.2 მ–ს აღწევს, ხოლო წონა კი 450 კგ. გახლავთ.სიახლე აღჭურვილია – Rotax 912–ძრავით, რომელსაც უკან განთავსებული პროპელერიც მოჰყავს მოძრაობაში. ძრავის სიმძლავრე 100 ცხ. ძალაა. მას თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. Aeromobil 2.5–ის მაქსიმალური სიჩქარე – გზაზე მოძრაობისას – 160 კმ/სთ-ს აღწევს, ჰაერში კი მისი სიჩქარე 200 კმ/სთ-ია. ფრენის სიშორე 700 კმ–ს აღწევს.

როგორც ცნობილი გახდა შტეფან კლეინი აღნიშნული ავტომობილის ახალ ვერსიაზე Aeromobil 3.0-ზე მუშაობს. ამ ვერსიაში სავარაუდოდ გამოსწორებული იქნება ის ძირითადი ნაკლოვანებები, რომელიც 2,5 ვერსიას გააჩნია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 243 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15728
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0