6:29 PM ალფრედო დი სტეფანო | |
ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. ჩენტფორვარდი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო, მატჩის მსვლელობისას მუდმივად იცვლიდა პოზიციას, რაც მოწინააღმდეგის მცველებსაც უბნევდა გზა-კვალს და პარტნიორებსაც უთავისუფლებდა მოქმედების არეალს.. დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო "საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება. მათი მტკიცებით, დი სტეფანომ თავისი ფენომენალური ტექნიკა სრულყოფამდე მიიყვანა. მოთამაშეობისას ალფრედო დი სტეფანომ საკმაოდ დიდი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მისთვის მთავარი ყოველთვის მინდორზე გასვლა და გადამწყვეტი გოლის გატანა გახლდათ და ხშირად ავადმყოფსაც კი უასპარეზია.. ამ დროს დი სტეფანო ყოველთვის ახერხებდა მწვრთნელების დარწმუნებას, რომ ჯანზე იყო და გუნდსაც სარგებლობას მოუტანდა…. დი სტეფანოს ბაბუა არგენტინაში იტალიის კუნძულ კაპრიდან ჩავიდა და ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე ღარიბთა დასახლებაში, ბარაკასში დასახლდა. ალფრედოს მამა კი "რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა აქტიურ სპორტს მაშინ გამოეთხოვა, როდესაც არგენტინაში ფეხბურთმა პროფესიონალური სტატუსი შეიძინა. ოჯახის უფროსისთვის | |
|
სულ კომენტარები: 0 | |