მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » არიენ რობენი
6:24 PM
არიენ რობენი

სრული სახელი და გვარი: არიენ რობენი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 23 იანვარი

დაბადების ადგილი: ბედუმი, ჰოლანდია

სიმაღლე: 181 სმ.

პოზიცია: მარცხენა/მარჯვენა ნახევარცმველი, ფორვარდი

კარიერა: 2000-2002 "გრონინგენი” 46(8)

2002-2004 "პსვ” 56(17)

2004-2007 "ჩელსი” 97(19)

2007- "რეალი” 17(2)

არიენ რობენი ბედუმში დაიბადა, გრონინგენის მახლობლად. მან ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო ფეხბურთის თამაში. არიენის პირველი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი, ვილ კორვერი გახლდათ. სისწრაფე, კარგი ტექნიკა და მახვილგონივრული პასები, – ყველაფერმა ამან ”გრონინგენის” სკაუტები აღფრთოვანებაში მოიყვანა და არიენიც ზემოთხსენებულ კლუბში გადავიდა. "გრონინგენში” ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან დუბლებში ასპარეზობდა და 1999-2000 წლების სეზონში 50 გოლიც გაიტანა შესაბამის ჩემპიონატში. მალე მწვრთნელმა, იან ვან დიკმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა. რობენის დებიუტი 2000 წლის ნოემბერში შედგა, "ტვენტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არიენი ძირითადის მოთამაშედ უმალვე ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში რობენმა 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ჰოლანდიელი გრონინგენის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2001-2002 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ზაფხულს ის "პსვ ეინდჰოვენმა” შეიძინა 3,9 მილიონ ევროდ.

პირველივე სეზონში რობენმა პსვ-ს რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ის მძლავრ დუეტს ქმნიდა მატეა კეჟმანთან ერთად. არიენი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი მეთაურობით კი ეინდჰოვენმა ჩემპიონატი ისტორიაში მე-17-ედ მოიგო. მალე ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება ”მანჩესტერმა” გამოთქვა. ალექს ფერგიუსონი პსვ-ს რობენის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს სთავაზობდა და ტრანსფერიც უნდა შემდგარიყო, თუმცა მოულოდნელად ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა პსვ-ს 18 მილიონი ევრო შესთავაზა და არიენიც "სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდა. თავის ბოლო ჰოლანდიურ სეზონში რობენმა 23 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

"ჩელსის” რიგებში რობენი თავის შესაძლებლობებს სრულად ავლენდა, თუმცა ხელი ტრავმამ შეუშალა. 2004-2005 წლების სეზონში ამ მიზეზით არიენს ძალიან ბევრი მატჩი გაუცდა. დაბრუნების შემდეგ, რობენმა ყველაფერი იღონა და ფორმაც მალე აღიდგინა. ჰოლანდიელმა ბევრი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. და მალე, ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რობენმა პირველ სეზონში 7 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს ის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. 2005-2006 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ჩელსიმ კი პრემიერლიგა მოიგო. არიენმა გოლების გატანა შეძლო სანდერლენდისა და ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ. მსოფლიოს 2006 ჩემპიონატის შემდეგ ჩელსიმ სოლიდური შევსება მიიღო. მიუხედავად ამისა, ჟოზე მაურინიო რობენს მაინც ენდობოდა. არიენმა 2006 წლის 23 დეკემბერს უიგანთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საერთო ჯამში 2007 წლის პირველ 2 თვეში რობენმა 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც ნადვილად დიდებული შედეგი გახლდათ. 2007 წლის 19 მაისს კი რობენმა ჩელსისთან ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო. მას შემდეგ, რაც არისტოკრატებმა ზაფხულში ფლორენ მალუდა იყიდეს, რეალმა აქტიურად დაიწყო ჩელსისთან მოლაპარაკებები დაჩმენი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

2007 წლის 22 აგვისტოს რეალმა არიენ რობენი 36,55 მილიონ ევროდ შეიძინა. ზიდანის, ფიგუსა და რონალდოს შემდეგ ის რეალის ყველა დროის ყველაზე ძვირადღიებული შენაძენი გახდა. 2007 წლის 18 სექტემებრს შედგა არიენის დებიუტი რეალის რიგებში. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული თამაში გახლდათ, ბრემენის "ვერდერის” წინააღმდეგ. 17 ოქტომბერს რობენმა კვლავ ტრავმა მიიღო და 6 კვირის განმავლობაში გუნდს ვერ ეხმარებოდა. 2007 წლის 23 დეკემბერს ჰოლანდიელმა ელ-კლასიკოშიც იასპარეზა. მან რობინიო ჩაანაცვლა, 85-ე წუთზე. 2008 წლის 2 იანვარს სამეფო თასზე, "ალიკანტესთან” მატჩში რობენმა თავისი პირველი "რეალური” გოლი გაიტანა. ხოლო იმავე წლის 10 თებერვალს ჰოლანდიელმა პრიმერაშიც იხეირა, ვალიადოლიდთან 7-0-ზე მოგებულ შეხვედრაში.

რობენის დებიუტი ნაკრებში ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე შედგა. თვითონ ჩემპიონატზე კი არიენმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და ნაკრების ერთერთი ლიდერი გახლდათ. შვედეთთან 1/4-ფინალურ მატჩში არიენმა გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა თერთმეტმეტრიანების სერიაში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი რობენმა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდებულად იასპარეზა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კოტ დ’ივუართან მატჩში მას კვლავ გადასცეს აღნიშნული ჯილდო და ის ჩემპიონატის იმ 8 ფეხბურთელში შევიდა, რომლებმაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო მინიმუმ 2-ჯერ მოიპოვეს.

რობენი 2007 წლის 9 ივნისს დაქორწინდა, გრონინგენში. მის მეუღლეს ბერნარდინ ეილერტი ჰქვია. ფეხბურთელი და მისი მეუღლე ერთმანეთს ჯერ კიდევ გრონინგენში ყოფნისას, ბავშვობის ასაკიდან ხვდებოდნენ. გარდა ამისა, არიენის მამა, ჰანსი, ფეხბურთელის აგენტია.

ტიტულები:

ერედივიზიონი: 2002-03

ჰოლანდიის სუპერთასი: 2003-04

პრემიერლიგა: 2004-05, 2005-06.

ინგლისის ლიგის თასი: 2005, 2007.

ინგლისის სუპერთასი: 2006.

ინგლისის ასოციაციის თასი: 2007.

ლა ლიგა:2007-2008.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 598 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0