მთავარი » 2014 » იანვარი » 15 » დამარხული ფერარი dino 246 gts
10:16 PM
დამარხული ფერარი dino 246 gts

1978 წელს ავტომობილი, მწვანე ფერის ფერარი, მოდელი Dino 246 GTS ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ეზოს გათხრისას იპოვეს. დამარხული ფერარის აღმოჩენის ამბავი იქიდან დაიწყო, რომ  ბავშვები ტალახში თამაშობდნენ რის დროსაც სრულიად  შემთხვევით ავტომობილის ნაწილს წააწყდნენ. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ მთლიანი მანქანა ყოფილა მათ ეზოში ჩამარხული. იმ დროისათვის ავტომობილის მიახლოვებითი ფასი 18 000 დოლარს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1974 წელს ქალაქ ალჰამბრაში მცხოვრებმა  (Alhambra), როზენდო კრუზომ (Rosendo Cruz) (კალიფორნიის შტატი) შეიძინა, რომელმაც შემდგომ განახცადა, რომ მას მანქანა მოპარეს.

როგორც გაირკვა ფერარის მფლობელმა დაიქირავა ქურდები, რათა მათ ავტომობილი მოეპარათ და ყოველგვარი კვალის გარეშე გაექროთ, რის შემდეგაც იგი სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებდა. ქურდებმა მანქანის ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად იგი მიწაში დამარხეს, რამდენადაც ისინი რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ფერარის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. საბედნიეროდ მანქანა წლების განმავლობაში, ვიდრე მას მიაგნებდნენ მშრალად იმყოფებოდა მიწის ქვეშ, რამაც განაპირობა მისი ასე თუ ისე დაუზიანებელი ვიზუალური მდგომარეობის შენარჩუნება.

ფერარი Dino 246 GTS შეიძინა ვინმე მექანიკოსმა 5000-9000 დოლარის ფარგლებში (ზუსტი ციფრი უცნობია), რომელმაც შეძლო ავტომობილის აღდგენა და მოქმედებაში მოყვანა.

.

.

ამ ამბის შემდეგ მანქანამ რამოდენიმე მეპატრონე გამოიცვალა, ახლა კი ასე გამოიყურება აღნიშნული ავტომობილი.


კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 590 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0