მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » დიაბეტის 8 საწყისი სიმპტომი
8:03 PM
დიაბეტის 8 საწყისი სიმპტომი
20111109-164009-306

დღეს შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო-სოციალურ პრობლემად მიიჩნევა. დღესდღეობით მსოფლიოში 120 მილიონამდე დიაბეტიანია, ხოლო 2025 წლისთვის, მედიკოსთა პროგნოზით, მათი რიცხვი 260 მილიონს მიაღწევს.
ზოგ შემთხვევაში დიაბეტი შეიძლება არ გამოვლინდეს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. დაავადების სიმპტომები სხვადასხვა ტიპის დიაბეტის დროს სხვადასხვაა. ზოგჯერ არ არის არანაირი ნიშანი, დიაბეტი კი ვლინდება ექიმთან შემთხვევითი ვიზიტის დროს. თუმცა არსებობს გარკვეული მსგავსი ნიშნები. მათი გამოხატვა დამოკიდებულია ინსულინის გამომუშავების შემცირების ხარისხზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე და დაავადების ხანგრძლივობაზე. როგორც ყველა დაავადების სამკურნალოდ აქაც მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპებზევე დადგინდეს დაავადება, რაშიც შემდეგი სიმპტომების არსებობა დიდ როლს თამაშობს:

1. მხედველობის გაუარესება
დიაბეტის გავლენით თვალები ხშირად ავადდებიან. ორგანიზმში შაქრის დონეები ცვლილება თვალის ლინზის შეშუპებას იწვევს, რაც გავლენას ახდენს მხედველობასა და სხვა თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

2. უეცარი წონაში კლება
წონაში უეცარი კლება, დიეტებისა და სხვა ძალისხმევების გარეშე, დიაბეტის დამახასიათებელი ნიშანია. ორგანიზმის უუნარობის გამო, რომ შეითვისოს საჭირო რაოდენობის შაქარი, პაციენტი საოცრად მალე კარგავს წონას.

3. გადაჭარბებული შიმშილი
თუ შეამჩნიეთ, რომ შიმშილის გრძნობა სულ გაწუხებთ, ეს დიაბეტის სიმპტომი შეიძლება იყოს. დიაბეტიანი, ორგანიზმი საკვებს საჭირო ენერგიად ვეღარ გარდაქმნის, ამიტომ მუდმივად შიმშილის გრძნობა ჩნდება.

4. კანის ინფექცია
როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარია, მისი შესაძლებლობა ინფექციების ბრძოლასთან მკვეთრად შესუსტებულია. დიაბეტიანი ქალებისთვის განსაკუთრებით რთულდება ვაგინალურ და საშარდე ბუშტის ინფექციებთან ბრძოლა.

5. მგრძნობელობის შესუსტება
ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარი აზიანებს ნერვებს, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას ან ხელებისა და ფეხების ხშირ დაბრუჟებას.

6. ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)
ერექციული დისფუნქცია დიაბეტიანი მამაკაცების 35-75% -ი პრობლემაა. თუ 50 წელს გადაცილებული ხართ და სექსუალური დისფუნქცია გაქვთ, ეს შეიძლება დიაბეტის სიმპტომი იყოს.

7. დაღლილობა
დაღლილობა ყველაზე ცნობილი დიაბეტის სიმპტომია. თუ ორგანიზმში ინსულინის გადაჭარბებული ოდენობაა ან აღინიშნება მისი ნაკლებობა, მაშინ სხეულის უჯრედებს აღარ მიეწოდება საჭირო ენერგია, რაც იწვევს დარლილობისა და გამოფიტულობის შეგრძნებას.

8. გამუდმებული წყურვილი
გამუდმებული მშრალი პირი და წყურვილის შეგრძნება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი სიმპტომია დიაბეტის.

დიაბეტს კიდევ სხვა სიმტომებიც ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები დიაბეტის ყველაზე ძირითადი მახასიათებლებია. მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ სიმპტომების აღმოჩენა არ ნიშნავს, დიაბეტით დაავადებას, იგივე სიმპტომები სხვა დაავადებების დამახასიათებელიცაა.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 578 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0