მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ჰარი პოტერის ახალი ცხოვრება – პიესა და თეატრალური დადგმა
8:09 PM
ჰარი პოტერის ახალი ცხოვრება – პიესა და თეატრალური დადგმა

ბესტსელერ „ჰარი პოტერის" ავტორი, ჯოან როულინგი, პროდიუსერი და პიესის თანაავტორი ხდება. ხსენებული პიესა ჰარი პოტერის ბავშვობაზე, ჰოგვარტსში გამგზავრებამდე მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

შედეგად მაყურებელი მოისმენს იმ ისტორიას, რომელიც პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" არ მოხვდა.

პროექტს, რომელიც ახალგაზრდა ჯადოქრის ადრეულ წლებზე მოგვითხრობს, ჯოან როულინგთან ერთად თეატრის ცნობილი პორდიუსერები, სონია ფრტიდმანი და კოლინ კალენდერი უხელმძღვანელებენ.

„წლების განმავლობაში ვიღებდი ჰარი პოტერის ისტორიის თეატრის სცენაზე გატანის შემოთავაზებებს. მაგრამ მხოლოდ სონისა და კოლინის იდეამ დამარწმუნა, რომ ეს უნდა გავაკეთო. სიუჟეტის მათებური ხედვა ძალიან მგრძნობიარეა, გაჯერებულია პირადი განცდებითა და დაძაბულობით. ეს ყველაფერი კი აუცილებელია იმისთვის, რომ ჰარი პოტერის ისტორია სცენაზე დაიდგას" – აცხადებს როულინგი.

შეგახსენებთ, რომ ჯოან როულინგის 7 წიგნი ჰარი პოტერის შესახებ, მსოფლიოში 450 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა და ნათარგმნია 77 ენაზე. შვიდი წიგნი ეკრანზე რვა ფილმად გადაიღეს. მათში მთავარ როლს დენიელ რედკლიფი ასრულებს.


კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 209 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15728
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0