მთავარი » 2014 » იანვარი » 19 » ლეო მესის ჩაცმულობა საქილიკოდ იქცა
8:38 PM
ლეო მესის ჩაცმულობა საქილიკოდ იქცა
imageმსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გალა-დაჯილდოვებაზე, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის ექსტრაორდინალური ჩაცმულობა მთელი მსოფლიოს სალაპარაკო თემა გახდა. ალუბლისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ლეო არაერთმა ესთეტმა თუ ფსევდოესთეტმა გააქილიკა.
საერთოდ, ლეო მესი ჩაცმა-დახურვის დიდად მოყვარული კაცი არ გახლავთ და ისევე როგორც მწვანე მინდორზე, ჩაცმის ამბავშიც ორიგინალური გადაწყვეტილებების მოყვარულია. თუმცა, პრიალა და უცნაური შეფერილობის სამოსით დაჯილდოვებაზე მისი გამოცხადება მაინც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.imageევროპელ მოქილიკეებს რასაკვირველია არც ქართველები ჩამორჩნენ. ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელებში დაწერილ ქართულ კომენტარებში წაიკითხავთ: "მესი ლილოში "იზმანება”. "ასეთი კოსტუმი 70-იან წლებში ბიძაჩემმა ჩამომიტანა ხარკოვიდან", "რა უბედურებაა, მესია თუ კოკოითი?!" და მისთანანი... შენ ხალხს სალაპარაკო მიეცი და... 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 564 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0