მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » ნელსონ მანდელა (1918–2013)
6:23 PM
ნელსონ მანდელა (1918–2013)

სიცოცხლეშივე ცნობილი ისტორიული პიროვნება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 1918 წელს აფრიკის ერთ პატარა სოფელში დაიბადა. მას სახელად როლიჰლაჰლა დაარქვეს რაც ნიშნავდა ადამიანს, რომელიც დარტყმებს საკუთარ თავზე იღებს. წლების შემდგომ როდესაც როლიჰლაჰლა სკოლაში შევიდა მასწავლევბელმა ნელსონი დაარქვა, რადგან პედაგოგს აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. ახალგაზრდა მანდელა აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი 22 წლის ასაკში კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაამთავრების შემგომ ნელსონმა იოჰანესბურგში საადვოკატო ფირმა გახსნა, სადაც თვითონვე ემსახურებოდა შავკანიანებს. ამ პერიოდში მან თვალნათლად დაინახა რასიზმის მწარე და დამამცირებელი მდგომარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მოღვაწეობის შემდეგ ნელსონ მანდელა 1951 წელს აფრიკის ნაციონალური კონგრესის რადიკალური ფრთის – წინააღმდეგობის ჯგუფის მეთაური გახდა. ამის პარალელურად 1948 წლიდან კოალიციურმა მთავრობამ კიდევ უფრო გაამძაფრა შავკანიანების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა. აიკრძალა სხვადასხვა რასის ადამიანთა შორის ქორწინება, აგგრეთვე დადგენილ იქნა მკაცრი გეოგრაფიული ზონები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთათვის, გაიმიჯნა შავკანიანთა და თეთრკანიანთა სასწავლებლები, საავადმყოფოები, პარკები და ა.შ. მანდელას თაოსნობით გამუდმებით ხდებოდა დემონსტრაციებისა და გაფიცვების მოწყობა, რომელიც შავკანიანებს აღნიშნული კანონებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებდა. ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 9 თვით ციხეშიც კი გამოკეტეს, 1956 წელს კი  მას ღალატის ბრალდებაც წაუყენეს. 1960 წელს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა, სადაც 60-მდე შეუიარაღებელი შავკანიანი ადამიანი დაიღუპა, ამ ფაქტმა საბოლოოდ შეცვალა მოქმედების მეთოდოლოგია. 1961 წელს შეიქმნა იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობა, რომელსაც "ერის შუბი”  ეწოდა. ამ მოძრაობაში საპატიო ადგილი ეკავა ნელსონ მანდელასაც, რომელიც აფრიკის კონტინენტზე საჭირო ფინანსებისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლადმოგზაურობდა. უკან დაბრუნებისას ქვეყნის ტერიტორიის უკანონო დატოვებისათვის 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1964 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ღალატში დასდო ბრალი, მანდელამ ღალატი უარყო, თუმცა აღიარა იატაკქვეშა ორგანიზაციის "ერის შუბი”–ს შესახებ და განმარტა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. სასამართლო გადაწყვეტილებით სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მიუხედავად იმის რომ მთავრობის მიერ აიკრძალა ნელსონ მანდელაზე საუბრებიც კი 80-იან წლებში მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში სულ უფრო და უფრო დაიძაბა, სლოგანმა "თავისუფლება მანდელას” მთელი მსოფლიო მოიცვა. შემდგომ პერიოდში სარ–ის აპარტეიდულ მთავრობაზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდა. შედეგად შეიცვალა რამოდენიმე რასისტული კანონი და კანონიერად გამოცხადდა მოქმედი 60 ორგანიზაციის საქმიანობა. პოზიტიური მოვლენები გრძელდებოდა, საბოლოოდ კი 27 წლიანი პატიმრობის შემდგომ ნელსონ მანდელა ციხიდან გაათავისუფლეს.

ნელსონ მანდელას ეკუთვნის 1994 წლის 27 აპრილს მიღწეული უდიდესი გამარჯვება, რაც შავკანიან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა. ამავე წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. მანდელამ აპარტეიდული კანონების გაუქმების შემდგომ დასახა შემდეგი  პრიორიტეტები: ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა. ამასთანავე იგი გამუდმებით მოუწოდებდა სიყვარულისკენ, თანასწორობისკენ და ურთირთგაგებისკენ, როგორც თეთრკანიანებს, ისე შავკანიანებს.

საპრეზიდენტო  ვადის გასვლის შემდგომ მან ჩამოაყალიბა შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664"  (46664 ნელსონ მანდელას პატიმრობის ნომერი). აგრეთვე მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ლიდერთა ჯგუფი "უფროსები”, რომლის მიზანი ლიდერთა გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება იყო სხვადასხვა გლობალური საკითხების გადაჭრის დროს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 520 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0