მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » პირამიდების გავლენა ძველი ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
9:05 PM
პირამიდების გავლენა ძველი ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ძველი ეგვიპტე პირველ რიგში ცნობილია თავისი გიგანტური ქვის პირამიდებით, რომლებიც ფარაონების აკლდამებს წარმოადგენდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა დიდგვაროვანი ვერ ჰპოვებდა ამ გრანდიოზულ ნაგებობებში სამუდამო განსასვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე რამოდენიმე ასწლეულია პირამიდებს შეისწავლიან, არც ისე დიდი ხნის აეხადა  ფარდა საიდუმლოს, თუ როგორ აშენებდნენ მათ ეგვიპტელები და რატომ იძახდნენ უარს მის მშენებლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო"-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას.  

ზოგადად, პირამიდები და მათი აგების პროცესი სერიოზულ სოციალურ გავლენას ახდენდნენ ეგვიპტეზე. ეგვიპტელები იძულებულნი იყვნენ ქვეყნის მმართველს დამორჩილებოდნენ, თუმცა რბილად რომ ვთქვათ, ისინი არ ამართლებნენ აღნიშნულ მშენებლობას. საქმე იმაში იყო, რომ ამ მძიმე სამუშაოში ჩართული ეგვიპტელი მამაკაცები, მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ შიდა მეურნეობას, რაც ოჯახს არსებობის საშუალებას უზღუდავდა, ამასთანავე პირამიდები ეგვიპტელი ფარაონების მოთხოვნით შენდებოდა გამუდმებით, იმის მიუხედავად: იყო თუ არა ქვეყანაში ავადმყოფობა, შიმშილი თუ ომი.

ეგვიპტე პირამიდების მშენებლობის გამო არაერთხელ მისულა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე. ძველი ეგვიპტის პირველ პირამიდად ითვლება ჯოსერი, რომლის მშენებლობის დროს მოსახლეობაში ძალზედ გაიზარდა უკმაყოფილება იმჟამინდელი მეფის მიმართ. ამ ყველაფერს ართულებდა ის ფაქტი, ქვეყანაში მის ასაგებად საჭირო ქვა რეალურად არ არსებობდა. ფარაონი უდიდეს ხარჯს სწევდა სამშენებლო მასალების შეძენა-ტრანსპორტირებისათვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგიერთ ძველეგვიპტურ ჩანაწერებში შემონახულია იმდროინდელი ეგვიპტური ანეკდოტი იმის შესახებ, რომ მეფე თავის გოგოს მეზობელი ქვეყნების დიდებულებთან დაწოლას აიძულებს, რათა მათ რაც შეიძლება მეტი ქვით მოამარაგებინათ ეგვიპტე. ეს ანეკდოტი გარკვეულწილად გამოხატულებაა იმჟამინდელი ეგვიპტის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა.

 

თუმცა ახალი სამეფოს ეპოქაში, უკვე აღარ იხარჯებოდა ის უდიდესი შრომა რომელსაც ეგვიპტელები პირამიდების მშენებლობაზე სწევდნენ. რამსეს II მმართველობის დროს იქმნება მსხვილი სამონასტრო კომპლექსები, ყურადღება ექცევა სკულპტურულ განვითარებას. მშენებლობების გარდა, რამსეს II უდიდესი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ განვითარებას, მისი თაოსნობით მოხდა არმიის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკის ფორმირება. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ძველმა ეგვიპტემ განვითარების უმაღლეს წერტილს.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 566 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0