მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » PEPSI-ის სიურპრიზი ჯექსონის ფანებს
6:25 PM
PEPSI-ის სიურპრიზი ჯექსონის ფანებს

კომპანია  პეპსი  წელს  ქილების კოლექციურ სერიას გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული  იქნება მაიკლ ჯექსონის ფოტო.  ეს არის აქცია მუსიკოსის  უკვდავსაყოფად,  რომელიც ასევე  ალბომ  Bad–ის გამოშვებიდან  25 წელს მიეძღვნება. ალბომი  1987 წლის  31 აგვისტოს გამოვიდა.

 

ქილის დიზაინი  ერთობლივად ჯექსონის სახლ–მუზეუმთან შეთანხმებით  შემუშავდა.  ქილაზე პოპ მომღერალი გამოსახული იქნება ცეკვის დროს  ცისფერ ფონზე. როგორც  ცნობილია, ქილის ტევადობა  დაახლოებით 470 მილილიტრია და ამერიკაში  მაისის ბოლოს გამოჩნდება და მხოლოდ 99 ცენტი ეღირება.


აქვე დავძენთ, რომ მაიკლ ჯექსონი რამდენჯერმე პეპსის სარეკლამო სახე  იყო  და სარეკლამო რგოლებშიც გამოდიოდა. 1984 წელს  ჯექსონი გადაღეს რეკლამაში სახელად „ახალი თაობა"” (Next generation). ცნობილია, რეკლამის გადაღების დროს ჯეკსონს შემთხვევით თმა  დაეწვა. მოგვიანებით მუსიკოსი გამოჩნდა Pepsi–ის რეკლამაში თავისი ჰიტებით, სადაც  მისი სიმღერები სრულდებოდა „Billie Jean და Bad”.

და შედეგმაც არ დააყოვნა: 1988 წელს Pepsi გახდა  ჯექსონის მსოფლიო ტურნეს სპონსორი, რომელიც მის ალბომ  Bad–ის გამოსვლას მიეძღვნა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ტურნეზე მან 123 კონცერტის  გამართვა შეძლო, მომღერალმა  15 ქვეყანა მოიარა სულ  რაღაც 16 თვეში.  ეს ტურნე  ისტორიას, როგორც ყველაზე მაშტაბური და გრანდიოზული, ისე შემორჩა.

 

 


კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 571 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0