მთავარი » 2014 » იანვარი » 14 » ყინულისა და თოვლის საიუბილეო ფესტივალი ჰარბინში
12:42 PM
ყინულისა და თოვლის საიუბილეო ფესტივალი ჰარბინში

5 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ ჰარბინში სტარტს იღებს რიგით 30–ე ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. გიგანტური სკულპტურების შექმნით 10 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ სახელოვნებო გუნდები ჩინეთიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალისთვის საჭირო მასალას მდინარე სუნგარიზე მოიპოვებენ. ამჟამად უკვე გამოყენებულია 180 ათასი კუბომეტრი თოვლი და 150 ათასი კუბომეტრი ყინული. მზის ჩასვლის შემდგომ შექმნილი საგამოფენო ექსპონატები ათასფერი ილუმინაციით ნათდება, რაც ერთი–ორად ალამაზებს წარმოდგენილ ნამუშევრებს.

2014 წლის გამოფენის სლოგანი გახლავთ – "თოვლი, რომელისაც სუნთქვა შეუძლია”. ფესტივალი თებერვლის ბოლოს დასრულდება, როდესაც ჟიური ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს სხვადასხვა კატეგორიაში.

 

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 562 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0