მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ყურძნის 7 გასაოცარი სასარგებლო თვისება
8:11 PM
ყურძნის 7 გასაოცარი სასარგებლო თვისება

1- ის იცავს თქვენს გულს- კვლევამ აჩვენა, რომ ყურძენი აუმჯობესებს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას, შესაბამისად აბალანსებს არტერიულ წნევას. ყურძნის რეგულარული მიღების შედეგად თქვნ ხელს შეუწყობთ  სისხლის ნაკადის შეუფერხებელ მოძრაობას სხვადასხვა ორგანოში. ამ ხილის დახმარებით თქვენ ასევე გაამდიდრებთ უჯრედებს ჟანგბადითა და სხვადასხვა სახის მინერალებით.

2- იცავს ტვინს დაზიანებისგან- როგორც დამტკიცდა, ყურძენში შემავალი ბუნებრივი ნივთიერებები აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას და იცავენ მას რაიმე სახის დაზიანებისგან. შესაბამისად თქვენ უფრო მეტად ხართ დაცული ალცჰეიმერის დაავადებების განვითარებისგან.

3- იცავს კანს სიმსივნისგან- მედიკოსები დიდი ხანია იკვლევენ მის სასარგებლო გავლენას სიმსივნის გავნითარების წინააღმდეგ, ეს ინფორმაცია დადასტურდა. გაირკვა, რომ ყურძენში შემავალი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს კანს კიბოს წარმოქმნისგან. ეცადეთ ეს ხილი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მიირთვათ, რადგან ამ სეზონზე ულტტრაიისფერი სხივების მავნე გავლენა კანზე მატულობს.

4- იცავს სხეულს რადიაციისგან- რადიაციულ გამოსხივებას ძალიან დიდი ძალა აქვს და ის სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. დადგინდა, რომ ყურძენი ორგანიზმში ამ რადიაციის მავნე გავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს.

5- დიაბეტიკებისთვის- დიაბეტი ძალიან საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმსა და ადამიანს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. ამ დროს მაქსიმალურად იკრძალება ტკბილეული, მათ შორის ბუნებრივად ტკბილი საკვები პროდუქტები. ყურძენი კი შაქარს საკმაო რაოდენობით შეიცავს, მაგრამ როგორც ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე წვეთი ყურძნის წვენი დაგეხმარებათ არეგულიროთ წნევა.

6- ამცირებს ანთებით პროცესს- ყურძენში შემავალი ბუნებრივი ნივთიერებები ამცირებენ ანთებით პროცესს, ანთებითი პროცესი კი გულის დაავადებების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი წინაპირობაა.

7- კუნთოვანი ქსოვილი- ყურძენი ეხმარება კუნთოვან ქსოვილს იყოს მეტად მოქნილი და ელასტიკური, თანაც ძალიან კარგი საშუალებაა სხეულიდან მავნე ტოქსინების გამოსადევნად, აღადგენს კუნთებს ალბათ ამიტომაც მიირთმევენ სპორტსმენები მას ძალიან ხშირად.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 586 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0