მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები ყოველი წლის დასასრულს
8:06 PM
რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები ყოველი წლის დასასრულს


წარმატებული ადამიანები ყოველი დღის, ყოველი კვირის ან ყოველი თვის ბოლოს საკუთარი საქმიანობის შესახებ დასკვნებს აკეთებენ. მათ მოღვაწეობას თან სდევს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკურ ცვლილებები. ასე, რომ ისინი ყველაფერს აანალიზებენ და მუდმივად წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით ან რისკით მოქმედებენ.

წლის შეჯამება და მომავალი წლის ზოგადი დაგეგმვაც წარმატების მიღწევის საწინდარია. გონიერი  და წინდახედული ადამიანები ახალ სამუშაო წელს მოუმზადებლად არ ეგებებიან.  თუკი თქვენც სხვათა გამოცდილების გაზიარება გსურთ, შემდეგნაირად მოიქეცით:

ჩამოწერეთ ის პროფესიული ხედვა, რომელიც 2014 წელს გესახებათ.

რა არის ის სამი დიდი მიზანი, რომელიც 2014 წელს უნდა განახორციელოთ? იფიქრეთ მოსალოდნელ ცვლილებებზე და ფურცელზე ჩამოწერეთ ის სურვილები, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდით. ეცადეთ, თქვენი სურვილი რეალისტური და მიღწევადი იყოს. ( მაგ: თუკი თქვენი ბიუჯეტი წელიწადში 5 000 ლარს შეადგენს, ნუ იოცნებებთ მომავალ წელს მის ასჯერ გაზრდაზე) ყველაფერს ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა მიაღწიოთ.

მიზნების ჩამოწერა კი მისი განხორციელების ტაქტიკის შემუშავების გარეშე წარმოუდგენელია. იფიქრეთ და ჩამოწერეთ ის თითოეული ვარიაცია, რომელიც ამ სამი უმთავრესი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. რამდენიმე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში, მოულოდნელ კრიზისულ პერიოდს ადვილად გაუმკლავდებით.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 572 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0