მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » საინტერესო ფაქტები საგაზო წესებზე სხვადასხვა ქვეყნებში
9:50 AM
საინტერესო ფაქტები საგაზო წესებზე სხვადასხვა ქვეყნებში



მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგზაო წესების უნივერსალური წესები არსებობს, მაგრამ თითოეულ ქვეყანას საკუთარი განსაკუთრებული წესიც აქვს, რომელსაც რა თქმა უნდა ადგილობრივი მძღოლები იცავენ და თუ თქვენ ამ ქვეყნებში აღმოჩნდებით გირჩევთ ჩვენი სტატია კარგად წაიკითხოთ.

1. დაარღვიე? გადაიხადე!
ფინეთის საგზაო პატრულის თანამშრომლებს არამხოლოდ საგზაო წესების დარღვევის ფაქტები, არამედ დამრღვევის შემოსავალიც აინტერესებთ.

საქმე იმაშია, რომ ფინეთში საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმა მძღოლის შემოსავალზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ერთ-ერთმა მძღოლმა ჯარიმა 170 ათასი ევრო გადაიხადა, რადგან მისი წლიური შემოსავალი 7 მილიონი ევრო იყო.

2. შესვლა აკრძალულია
შვეიცარიის ქალაქ ცერმატში ბენზინზის ფასებზე ალბათ არც კი სმენიათ. ამ ქალაში გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის შესვლა აკრძალულია. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ ველოსიპედით, ელექტრომობილით ან ცხენებით შეიძლება.

3. იტალია
იტალიელები საკუთარი ემოციურობით ცნობილები არიან, რომელიც რა თქმა უნდა მძღოლებზეც ვრცელდება, ამიტომ იტალიელ მძღოლებს ძალიან არ მოსწონთ ღვედის შეკვრა. ეს მეთოდი ოფიციალურ წესებს არ განეკუთვნება, მაგრამ ამ ხერხის პოპულარობის გამო გადავწყვიტეთ მის შესახებ გიამბოთ. იტალიელები ხშირად ხმარობენ სპეციალურ მაისურებსა და ქურთუკებს, რომელსაც ღვედი ახატია.

4.ტუალეტი ბორბლებზე
ეს კანონი დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებსა და სტუმრეს ნებას აძლევს ბუნებრივი მოთხოვნილება საზოგადოებრივ ადგილას დაიკმაყოფილონ, თუმცა ერთი პირობით. ეს საკუთარ ავტომობილზე უნდა გააკეთონ, უფრო სწორად მის უკანა ბორბალზე, ამასთან ერთად რატომღაც მარჯვენა ხელი აუცილებლად ავტომობილზე უნდა ჰქონდეთ დადებული. კანონი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მამაკაცებზე ვრცელდება.

 

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 547 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0