მთავარი » 2014 » დეკემბერი » 14 » შვიდი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია კანიბალიზმი (10 ფოტო)
11:47 PM
შვიდი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია კანიბალიზმი (10 ფოტო)
მოგზაურობის და თავგადასავლების მაძიებლებს ხშირად უხდებათ სხვადასხვა ქვეყნების უცნაურ ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან შეჯახება. ხშირად ეს ტრადიციები საკმაოდ საშიშია და სიცოცხლისათვის სახიფათო. უსიამოვნო სიურპრიზს შესაძლებელია დედამიწის უამრავ კუთხეში წააწყდეთ, ამიტომ ტურისტული კომპანიები და ექსკურსიამძღოლები კატეგორიულად აფრთხილებენ მოგზაურებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და ურჩევენ მოერიდონ ამა თუ იმ მხარეში მოხვედრას. საოცარია, მაგრამ რატომღაც ყველა ტურისტული სააგენტო დუმს კანიბალიზმის შესახებ, არადა ეს საშინელი ჩვეულება ჯერ კიდევ შემორჩენილია მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ინდოეთში, კამბოჯაში და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში.
ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ მსოფლიოს შვიდი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ჭამენ ადამიანებს.



ფიჯის კუნძულები



ფიჯის კუნძულები დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი "კანიბალის კუნძულების"
სახელწოდებით. დღესაც კი აქაური ხელისუფლება და სამართალდამცავები სასტიკად ებრძვიან ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ ჩვეულებას ადამიანების ჭამისა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქაური აბორიგენები მხოლოდ მტრულად განწყობილი ტომების ადამიანებს ჭამენ და არა თავისიანებს.

მაინც რატომ ჭამენ ისინი ადამიანებს? - ეს აქაური შურისძიების ან სისხლის აღების ერთგვარი რიტუალია.

საინტერესო ფაქტი: ფიჯელი კანიბალები სულაც არ არიან ველურები. ისინი თავიანთი მტრების ხორცს მიირთმევენ საკმაოდ კულტურულად, დანა-ჩანგლით და მსხვერპლის ნარჩენებით კოლექციონერობასაც კი მისდევენ. პენის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში თქვენ უამრავ ასეთ კოლექციას ნახავთ.


ბრაზილია




ბრაზილიაში მცხოვრები Wari-ის ტომის ხალხი 1960 წლამდე კლავდა და ჭამდა მისიონერებს და რელიგიურ მოღვაწეებს. 1960-იან წლებში ადგილობრივმა მისიონერებმა თითქმის მთელი ტომი ამოჟლიტეს. მიუხედავად ამისა, ოლინდის ჯურღმულებში კერ კიდევ ბევრი ადამიანია უკიდურესი სიღატაკეში და ამიტომ აქ საკმაოდ ხშირია კანიბალიზმის შემთხვევები.

კანიბალიზმის მიზეზი: უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი.

საინტერესო ფაქტი: 2012 წელს ჩატარებული გამოკვლევისას ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ზეციდან ესმით ხმები, რომლებიც უბრძანებენ ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის შეჭმას.


კონგო



კანიბალიზმის ბოლო შემთხვევები კონგოში არც ისე დიდი ხნის წინ - 2012 წელს გამოვლინდა. ამ საშინელი ჩვეულების კულმინაციას კი ამ ქვეყანაში კონგოს სამოქალაქო ომის დროს მიაღწიეს, კერძოდ - 1999-2003 წლებში, როცა ქვეყანაში საშინელი ქაოსი, შიმშილობა და ათასგვარი დაავადება მძვინვარებდა.

მაინც რატომ ჭამდნენ ისინი ადამიანებს? - ომის დროა აჯანყებულები თვლიდნენ, რომ მტერი უნდა შეჭამო, თუ გინდა, რომ მას სძლიო. განსაკუთრებით კი მისი გული, რომელსაც ადგილობრივები განსაკუთრებული ბალახებით ამზადებდნენ.

საინტერესო ფაქტი: კონგოელებს დღესაც სჯერათ, რომ ადამიანის გულის შეჭმა მათ გასაოცარ, არაადამიანურ ძალას ანიჭებთ.


კამბოჯა



კანიბალიზმი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მძვინვარებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ომების დროს -კერძოდ, 1960- 1970-იან წლებში. დღეისათვის კაციჭამიობის გამოვლინების ფაქტები ადგილობრივებში თითქმის აღარ შეინიშნება.

რატომ ჭამდნენ ისინი ადამიანებს? - კამბოჯელი მეომრებისათვის წმინდა რიტუალს წარმოადგენდა მტრის ღვიძლის შეჭმა.

საინტერესო ფაქტი: ამ ქვეყნის უამრავი მცხოვრები იყო მოხვედრილი ორგანიზაციის Khmer Rouge-ს კონტროლის ქვეშ, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა ქვეყანაში სურსათის მარაგს და ხელოვნურად ქმნიდა შიმშილობის პრეცენდენტს.


დასავლეთი აფრიკა




"აქტიური კაციჭამიების საზოგადოების" - Leopard-ის წევრები გასულ საუკუნეში კანიბალიზმის პროპაგანდას ფართოდ ეწეოდნენ და ამის ნათელ მაგალითს ხალხს თავად უჩვენებდნენ. 80-იანი წლების ბოლომდე სიერა-ლეონეს, ლიბიისა და კოტ-დივუარის შემოგარენებში საკმაოდ ხშირად პოულობდნენ ადამიანების ნარჩენებს. ამ ტომის ან საზოგადოების წევრები, როგორც წესი, ლეოპარდის ტყავებში არიან ჩაცმული და შეიარაღებული არიან მათი ბრჭყალებით.

რატომ ჭამენ ისინი ადამიანებს? - ეს ხალხი თვლის, რომ ადამიანის ხორცის შეჭმის შემდეგ მეომრები უფრო სწრაფები და ძლიერები ხდებიან.

საინტერესო ფაქტი: ამ საზოგადოებას თუ ტომს ჰყავს მიმდევრები - საზოგადოება Human Alligator-ის წევრები, რომლებიც ზუსტად ამავე საქმიანობით არიან დაკავებულნი.



სამხრეთ-აღმოსავლეთი პაპუა-ახალი გვინეა



Korowai-ის ტომი ერთ-ერთი უკანასკნელია დედმიწაზე, რომელიც რეგულარულად იკვებება ადამიანის ხორცით. ისინი ცხოვრობენ მდინარე ნდეირამ კაბურის (Ndeiram Kabur) ნაპირებზე და საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მათ დაიჭირეს და შეჭამეს აქ შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები. აქაური მკურნალები ადამიანის ჯერ კიდევ თბილ ტვინს ნამდვილ სასწაულმოქმედად თვლიან.

რატომ ჭამენ ისინი ადამიანებს? - როცა ტომში ვინმე კვდება-ავადმყოფობის, მოხუცებულობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ისინი ამას თვლიან შავი მაგიის ნამოქმედად და სხვა ადამიანების დაცვის მიზნით მიცვალებულს ჭამენ.

საინტერესო ფაქტი:- 1961 წელს მაიკლ როკფელერი (ნიუ-იორკის მაშინდელი გუბერნატორის ნელსონ როკფელერის ვაჟი) გაქრა ამ მიდამოებში, როცა ადგილობრივი ტომის შესახებ არტეფაქტებს აგროვებდა...ის ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად ვერ იპოვეს.



ინდოეთი



ჩრდილო ინდოეთში არსებული ინდუისტური სექტა Aghori ჭამს მოხალისეებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ მათ უტოვებენ შინაგან ორგანოებს. ასე თუ ისე, 2005 წელს ინდოეთის ტელევიზიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოშკარავა, რომ ისინი ჭამენ მდინარე განგში გადაყრილ მიცვალებულებსაც ( აქ მიცვალებულების დამარხვის ასეთი ტრადიციაა), ასევე იპარავენ ორგანოებს კრემატორიუმიდან.

რატომ ჭამენ ისინი ადამიანებს? აგჰორები თვლიან, რომ ეს აჩერებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.

საინტერესო ფაქტი: აგჰორები საოცრად ლამაზ სამკაულებს აკეთებენ ადამიანის ძვლების, კბილებისა და თავის ქალებისაგან.
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 360 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15728
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0