მთავარი » 2014 » იანვარი » 26 » წონაში კლების შემდეგ: როგორ შევინარჩუნოთ დაჭიმული და გლუვი კანი
6:32 PM
წონაში კლების შემდეგ: როგორ შევინარჩუნოთ დაჭიმული და გლუვი კანი

ინტერნეტში დასერჩვისას დიეტების ულევ რაოდენობას აღმოაჩენთ. არც ერთი დიეტის რამდენიმე ვარიაციის ნახვისა და დაბნეულობისგან ხართ დაზღვეული. შედარებით ნაკლებს კი გრძელვადიანი დიეტის დაწყებისას დაჭიმული და გლუვი კანის შენარჩუნებაზე წერენ. დღევანდელ პოსტში კი სწორედ ამ საკითხს შევეხებით.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ სწრაფი გახდომა სასტიკად აკრძალულია და არა მხოლოდ კანისთვის, არამედ – სხეულისთვისა და ჯანმრთელობისთვის. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ იმატებს სწრაფად დაკლებული ადამიანი. უმჯობესია, შეარჩიოთ სწორი კვების რეჟიმი, დათვალოთ კალორიები და მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი. ამ სტილით თქვენ ძნელად თუ აინაზღაურებთ დაკარგულ წონას და, პარალელურად, შეინარჩუნებთ ლამაზ კანს.

კანის გამაჯანსაღებელი ლოსიონი მისი სიგლუვის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უმჯობესია, თუ ალოე ვერას, მცენარეული შემადგენლობის ან E და A ვიტამინების შემცველ კრემს მოიხმართ.

მაქსიმალურად მოერიდეთ რადიაციას. ნაკლები კალორიების მიღებისას ორგანიზმი ისედაც სტრესშია. ასე, რომ თქვენს კანს დიდი ხნით მზეზე ყოფნა დამატებით ზიანს მიაყენებს.

კვირაში ერთხელ ნატურალური ნიღბის დამზადებითა და წასმით კი თქვენს კანს მბზინვარებასაც შემატებთ. მეცნიერების აზრით, ზღვის მარილისგან დამზადებული ნიღბები ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია. ეცადეთ,  ყოველდღიური  სკრაბიც გამოიყენოთ. წაისვით სხეულზე ხილისა და ზღვის მარილის ნაზავი, გაიხეხეთ კარგად და ჩამოიბანეთ შხაპის მიღებისას.

თუკი მასაჟის თერაპიის ჩატარების საშუალება გაქვთ, ამაზე უკეთეს ,,წამალს" ვერასოდეს მიაგნებთ. მცენარეული ზეთებით დამუშავებული სხეული, მასაჟისთვის გამოყენებული ხერხები და სასწაულების მომხდენი მასაჟისტის ხელები თქვენს კანს არასოდეს დაავიწყდება.

ბოლოს კი, კანის პრობლემებისგან თავიდან ასაცილებლად წყლის მაქსიმალური რაოდენობიტ მიღებას გირჩევთ. თუკი წყლის რაოდენობას წონის შესაბამისად განსაზღვრავთ, სტრიები და ჩამოკიდებული კანი არასოდეს შეგაწუხებთ.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 654 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0