მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » ცნობილი ადამიანების თვითმფრინავები!!!
6:32 PM
ცნობილი ადამიანების თვითმფრინავები!!!

ცნობილი და მდიდარი ადამიანები ჩვეულიებრივ კუთვნილი საჰაერო ხომალდებით დაფრინავენ, რომლებიც ძალიან კომფორტულია, ინტერიერი კი გემოვნებით არის შერჩეული. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ცნობილი ადამიანის კუთვნილ 10 თვითმფრინავს, რომლებიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი მფლობელები.

1. დონალდ ტრამპის თვითმფრინავი.

დონალდ ტრამპის კუთვნილ თვითმფრინავზე გამოსახული ლოგო "Trump” მთლიანად ოქროსია. შიდა ინტერიერი კი გამოირჩევა ფერწერული ნახატებით, ბროლის ნათურებითა და ტყავის სავარძლებით მოოქროვილი სარტყელებით.

2. ჰარისონ ფორდის თვითმფრინავი.

ცნობილი მსახიობი კუთვნილ ექვსადგილიან თვითმფრინავს თვითონ მართვას.

3. უეინ ჰეზენგას თვითმფრინავი.

ეს თვითმფრინავი გამოჩნდა ჯეიმს ბონდის ფილმ „კაზინო როიალში." იგი 19 ადამიანს იტევს და მოკლე საფრენი ბილიკიდან ადვილად შეუძლია აფრენა-ფადრენა.

4. ბილ გეითის თვითმფრინავი.

ამ თვითმფრინავს შეუძლია უწყვეტი ფრენის შესრულება ტოკიოდან ნიუ-იორკამდე, ან ლოს-ანჯელესიდან მოსკოვამდე.

5. ელვის პრესლის თვითმფრინავი.

თვითმფრინავზე ელვის პრესლის ქალიშვილი სახელი ”lisa Marie” არის გამოსახული და 28 ადამიანზე არის გათვლილი, ამ ტიპის თვითმფრინავში კი ჩვეულებრივ 110 ადამიანის სავარძლელია.

6. მარკ კუბანის თვითმფრინავი.

მილიარდერ მარკ კუბანს, რომელიც დელას მავერისკის NBA კალათბურთის გუნდის მფლობელია, ისეთი თვითმფრინავი ჰყავს, სადაც ყველაზე მაღალი კალათბურთელებიც კი თავისუფლად თავსდებიან.

7. საჰაერო ძალები „პირველი"

ბოინგის ტიპის თვითმფრინავი გამოიყენება ამერიკის პირველი პირის გადაადგილებისთვის შტატებში. იგი აღჭურვილია უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებითა და ჰაერშივე შეუძლია საწვავის შევსება.

8. ჯონ ტრავოლტას თვითმფრინავი.

ჯონ ტრავოლტა ფლორიდის ჩრდილოეთით ცხოვრობს. იგი ხუთი თვითმფრინავის მფლობელია საკუთარი საფრენი ბილიკით.

9. ბრუნეის სულთანის თვითმფრინავი.

სულთანმა ეს ბოინგი 100 მილიონ დოლარად იყიდა და შიდა ინტერიერი ისე მოაწყო, რომ დამატებით 120 მილიონი დოლარი დაუჯდა.

10. რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი.

აბრამოვიჩის თვითმფრინავი გარედან ჩვეულებრივ გამოიყურება, თუმცა მისი ინტერიერი წაბლის მასალით არის გაკეთებული და მოოქროვილია.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 574 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0