მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ცნობილი ადამინების ყველაზე უჩვეულო ანდერძები
7:56 PM
ცნობილი ადამინების ყველაზე უჩვეულო ანდერძები

ანდერძი უმეტეს შემთხვევებში იმისთვის იწერება, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მისი ნების აღსრულებაში დარწმუნებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ამ შანს უბრალოდ ახლობლების შოკირების უკანასკნელ შანსად იყენებს.


უილიამ შექსპირი (გარდაცვალების წელი: 1616)
უკანასკნელი ნება: მეუღლისთვის „რიგით მეორე საწოლის გადაცემა მთელ ქვეშაგებთან ერთად".
შექსპირის ამ უკანასკნელმა სურვილმა მასსა და ენნ ჰეთევეის შორის არსებულ ურთიერთობაზე ბევრი კამათი გამოიწვია. საქმე მარტო დანაბარების უჩვეულობა არ იყო, შენიშვნა უკვე მზა დოკუმენტზე იყო მიწერილი, რომელშიც ქონების გადანაწილების საკითხი დეტალურად იყო განხილული, შემოქმედებითი მემკვიდრეობის თაობაზე კი სიტყვაც არ იყო ნახსენები. თუმცა XVII საუკუნის დასასრულს საწოლის მემკვიდრეობად დატოვებაში გასაკვირი არაფერი იყო – ამ წლებში ლოგინი სუფთა, ბაღლინჯოებისა და რწყილების გარეშე ქვეშაგებით დიდი იშვიათობა იყო, ამიტომაც ძალიან ძვირად ფასობდა.


ჩარლზ დიკენსი (გარდაცვალების წელი: 1870)
უკანასკნელი ნება: მან ისურვა, რომ გასვენებაზე დამსწრეებმა გლოვის ნიშნად „არ ჩაიცვან შავი ტანსაცმელი და გაიკეთონ შავი შარფები, ჰალსტუხები და სამგლოვიარო ბაფთები შლაპებზე და არ გამოხატონ მწუხარება ასეთივე აბსურდული ხერხებით".
დიკენსმა ასევე დაიბარა, რომ მისი გასვენება მოკრძალებულად და დახურულად ჩატარებულიყო, დრო და ადგილი კი საჯაროდ არ გამოეცხადებინათ. ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსმა ასევე მოითხოვა, რომ დაკრძალვის ცერემონია მაქსიმალურად უბრალო ყოფილიყო, სამგლოვიარო კორტეჟის შემადგენლობას სამი ეკიპაჟისთვის არ გადაეჭარბებინა და თანაც ყოველგვარი მდიდრული სამგლოვიარო ატრიბუტების გარეშე. სამწუხაროდ, დიკენსის ანდერძი არ შესრულდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ინგლისის სიამაყეს მდიდრული დაკრძალვა შეეფერებოდა და სამგლოვიარო ცერემონია ეროვნულ მოვლენად აქცია.


ბენჯამინ ფრანკლინი (გარდაცვალების წელი: 1790)
უკანასკნელი ნება: თავის ქალიშვილს ძვირფასეულობის ტარება აუკრძალა, რადგან ამას პატივმოყვარე უსაქმურების მანერად მიიჩნევდა.
საქმე ისაა, რომ ფრანკლინს საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებისას საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XVI ჯილდოდ 408 ბრილიანტით შემკულ ჩარჩოში ჩასმული საკუთარი პორტრეტი უბოძა. სწორედ მეფის ეს პორტრეტი დაუტოვა სარა ფრანკლინს მემკვიდრეობათ ამ პირობით, რადგან ეშინოდა, რომ სარას შეეძლო ბრილიანტები ჩარჩოდან ამოეღო და სამკაულებისთვის გამოეყენებინა. ფრანკლინკმა თითქმის მთელი თავისი ქონება საავადმყოფოებისა და სკოლების აშენება-მოწყობისთვის პენსილვანიის შტატს უანდერძა.


ნაპოლეონ ბონაპარტი (გარდაცვალების წელი: 1821)
უკანასკნელი ნება: მისი თმის მოპარსვა და მეგობრებას და ახლობლებისთვის განაწილება.
ნაპოლეონის მეგობრების შთამომავლებთან შენახული თმის ღერების ახლახანს ჩატარებულმა ანალიზმა, რა უცნაურიც უნდა იყოს, მათში თაგვის წამლის დიდი შემცველობა დაადგინა, ეს კი ნაპოლეონის წინასწარგანზრახული მკვლელობის თეორიას ადასტურებს. არსებობდა მოსაზრება, რომ მისი საძინებლის კედლები თაგვის წამლით იყო გაჟღენთილი და სწორედ ამ შხამიანმა ანაორთქლმა გამოიწვია ნაპოლეონის სიკვდილი. მეორე ვერსიით კი ნაპოლეონი ინგლისელებმა მოწამლეს. მესამე ვერსია ამტკიცებს, რომ ნაპოლეონი კუჭის კიბოთი იყო დაავადებული. წამლები კი უმნიშვნელო დოზით მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავდა, რამაც მისი დაღუპვა დააჩქარა.


ჩარლი ჩაპლინი ( გარდაცვალების წელი: 1977)
მილიონი ვირტუოზისათვის. დიდმა კომიკმა ჩარლი ჩაპლინმა უანდერძა 1 მილიონი დოლარი იმას, ვინც შეძლებს გამოუშვას ხუთი სიგარეტის კვამლის რგოლი პირიდან და ხოლო მეექვსეს კი მათში გაატარებს. დღემდე ამის გაკეთება ვერავინ ვერ შესძლო. სცადეთ!

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1020 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0