მთავარი » 2014 » იანვარი » 23 » თუ პირის ღრუში მუწუკები გაქვთ- მარტივი რეცეპტი გაღიზიანების ჩასაქრობად
9:33 PM
თუ პირის ღრუში მუწუკები გაქვთ- მარტივი რეცეპტი გაღიზიანების ჩასაქრობად

სიცხესა და გაციებას შესაძლოა პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება მოჰყვეს, რაც მუწუკოვან გამონაზარდებში გამოიხატება, ლორწოვანის გაღიზიანება პირის ღრუში საკმაოდ დიდი დისკომფორტია, სტომატიტის შესამცირებლად კი უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს, მაგრამ თუ გსურთ გაღიზიანება სახლის პირობებში შეიმციროთ, ჩვენ გთავაზობთ სახლის პირობებში მომზადებულ ნაყენს.

ინგრედიენტები:

2 კ. ძმარი

3 კ. შაქარი

3 კ. თაფლი

170 გ. წყალი

თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი მცენარეული ჩაი

ორი კოვზი ლიმონის წვენი

ერთი კოვზი დარიჩინი

მომზადების წესი:

წყალი ჭურჭელში მოათავსეთ და მაღალ ცეცხლზე 3-4 წუთის მანძილზე კარგად ადუღეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ჩაამატეთ ძმარი და ლიმონის წვენი და ნელა მოურიეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სამივე ინგრედიენტი კარგად გაუჯდა ერთმანეთს.


 

ამის შემდეგ ნარევს დაამატეთ თაფლი და ნაზად ურიეთ თაფლი საბოლოო გადნობამდე.

ახლა ერთმანეთს დარიჩინი და შაქარი შეურიეთ და ნარევს დაამატეთ, უნდა მიიღოთ ღია ყავისფერი სითხე.


როდესაც ყველა ინგრედიენტი გალღვება და მასა ერთგვაროვან სახეს მიიღებს ქურა გამორთეთ. სითხე ჭიქაში ჩაასხით და მას თქვენთვის სასურველი ნებისმიერი არომატის მცენარეული ჩაი დაამატეთ.


 

მიღებული სითხე ერთი ყლუპის ოდენობით პირის ღრუში კარგად ჩაიგუბეთ, შემდეგ გადმოანერწყვეთ . პროცედურა დღის განმავლობაში 2 ჯერ გაიმეორეთ. განაგრძეთ მანამა, სანამ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 702 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0