მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » უილლემ დეფოს ცხოვრების წესები
6:22 PM
უილლემ დეფოს ცხოვრების წესები

მსახიობი, 58 წლის, ნიუ–იორკი.

საერთოდაც კითხვებზე პასუხი – ეს ჩემი ფილოსოფია არაა.

ზოგჯერ შენ პოულობ სამუშაოს, ზოგჯერ სამუშაო გპოულობს შენ. ასეც ცხოვრობ.

არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, თუ არ ვიქნებოდი მსახიობი. რა თქმა უნდა მე მაქვს რაღაც ფანტაზიები, რაღაც უბრალო – მოვიყვანო ბოსტნეული, ვითევზაო, ვიმუშაო ღია ცის ქვეშ. მაგრამ მე მხოლოდ შემიძლია თავს უფლება მივცე სუპერმარკეტში მივიდე და სამზარეულოში მოვამზადო.

ცხოვრება კინოსგან განსხვავდება მოხლოდ იმით, რომ ცხოვრებაში მეორე დუბლი არ არსებობს.

მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები: მინდა, რომ ვუყვარდე. მაგრამ არ ვიღწვი, რომ ჩემი ესმოდეთ.

როდესაც პატარა ვიყავი, მაინტერესებდა ნებისყოფის იდეა, შესაძლებლობების ზღვარი. ვიღაცას აინტერესებს რამდენ ხანს შეძლებს წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებას, მაგრამ მე უფრო გორდონ ლიდდის ვგავდი (ოტელ "უოტერგეიტ”–ში დემოკრატების შტაბის უკანონო მოსმენისათვის გასამართლებული). ბავშვობაში მას საშინლად ეშინოდა მღრღნელების, ერთხელაც მან დაიჭირა ვირთხა, დაჭრა და შეჭამა, რათა საკუთარ შიშზე გაემარჯვა. მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ვირთხა არ მიჭამია.

ყველას ეჩვენება, რომ მხოლოდ უარყოფითი როლები მაქვს. მაგრამ თუ უყურებთ ყველა ჩემ ფილმს ყურადღებით, მათ შორის პატარა ფილმებსაც, მიხვდებით, რომ სინამდვილეში მე კარგი ბიჭის როლს ვთამაშობ. დიახ, საზოგადოებამ ისინი გარიყა, მაგრამ მაინც კარგი ბიჭები არიან.

ჩვენ მთელი ოჯახი ჯერ კიდევ ვისკინსონში ვცხოვრობდით, როდესაც მე მთელი ორი დღე ფარდულში ვიმალებოდი და არ გამოვდიოდი. მაგრამ არავინ არ დამისაკლისა. დიდი ოჯახი გვქონდა: მამა– ქირურგი, დედა – მედდა, ისინი გამუდმებით იკარგებოდნენ სამსახურში. დაიკოებს კი ჩემთან საქმე არ ჰქონდათ.

როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, მამას უყვარდა თქმა: "არცერთი ადამიანი არ იმსახურებს იმას, რაზე ზრუნვაც არ შეუძლია”. ახლა ეს ფრაზა მე მუდამ თან მსდევს.

ძირითადად ადამიანები მე მიყურებენ როგორ ჩვეულებრივ ადამიანს. მე მომწონს ეს, თუმცა ვიცი, რომ მე მთლად ჩვეულებრივი ადამიანიც არ ვარ – როგორც არ უნდა ვცდილობდე ამას.

ცნობადობა – ყველაზე სახფათო და არაპროგნოზირებადი რამაა. მასზე ზოგიერთი ფეხის წამტვრევით შემოიფარგლება, ზოგიერთი კი კისერს იმტვრევს.

დაბადებისას მე მივიღე სახელი უილიამ, მაგრამ ბავშვობაში ყველა ბილის მეძახდა, ვერ ვიტანდი ამ სახელს, იმიტომ რომ ყველა შემოკლებულ ფორმაში დაკარგულია ძალა. შემდეგ გადავედი მილოუკში და რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი ბინაში, რომელიც ფსიქოპატებით იყო სავსე. ერთ–ერთმა მათგანმა დამიძახა უილლემი. "უილლემ? დაე ასე იყოს”. ახალი კი თქვენს წინაშე ვარ მე – ადამიანი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ყალბი სახელით იცხოვრა.

საერთოდაც უილლემი – ეს ჰოლანდიური სახელია, რომელიც ამ დრომდე ძალიან პოპულარულია იქ. მაგრამ აქ, ამერიკაში ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ იმის დაჯერება, რომ ამერიკელს შეიძლება ერქვას არა უილიამი, არამედ უილლემი. ვერ ვიტან ასეთ შეზღუდვებს.

როდესაც მესმის სიტყვები "ოჯახური დრამა", მე ვხვდები, რომ უნდა გავიქცე რაც შეიძლება სწრაფად.

აუწიე ხმას, როდესაც ფილმს უყურებ. თუ ძველებურად შეგიძლია მომხდარში გარკვევა – შენს წინაშე კარგი კინოა.

მე არასდროს არ ვეკითხები რჩევებს, მაგრამ თუ მაძლევენ – ვიღებ. ღმერთმა იცის, როდის გამოგადგება.

თავადაც არ ვიცი, ასე ხშირად რატომ ვკვდები კინოში. შეიძლება, იმიტომ რომ ძლიერი ხასიათი მაქვს? ვიღაცას მუდამ უნდა ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანის მოკვლა.

უკვე აღარ მახსოვს, როგორ მივედი იქამდე, რომ შემიძლია ვითამაში იოესო ( მარტინ სკორსეზეს ფილმი "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”) მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის სულიერი ტანჯვა, რომელთაც განვიცდიდი მაშინ, და ის ტკბობა, რომელიც მათგან მივიღე შემდგომ.

უნდა დაივიწყო ვინკინსონის შესახებ, თუკი იესოს როლის თამაშს აპირებ, ასე არ არის?

როდესაც ჩვენ ვიღებდით ფილმს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”, ჯერ კიდევ ბევრს ვეწეოდი, და დუბლებს შორის შესვენებაზე სკორსეზე გამუდმებით დადიოდა ახლო–მახლოს და ჩემგან ფოტოაპარატებით შეიარაღებულ ხალხს სდევნიდა. მას არ სურდა, რომ ვინმეს გადაეღო იესო სიგარეტით.

ხანდახან საჭიროა საკუთარი თავის მთლიანად დაკარგვა, რათა კვლავ იპოვო.

არ არსებობს იმაზე საშინელება, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს შეხვდე შენი ბავშვობის გმირებს. რას ვეტყვი მათ? მაგალითად მთელი ჩემი ცხოვრება ვაღმერთებდი ბობ დილანს. მაგრამ ერთხელაც ჩვენ ერთ დარბაზში აღმოვჩნდით – მთელი საღამო ვერიდებოდი, გავურბოდი მას, როგორც შეშლილი. მე უბრალოდ გავიფიქრე, რომ თუ შევხვდები ბობ დილანს, იმედგაცრუებული დავრჩები, ის კი გაბრაზდება. მაგრამ ამიტომაც მიყვარს მე ის.

"ოთხ ივლისს დაბადებულში” მე ტომ კრუზს სახეში შევაფურთხე, ეს ძალიან მაგარი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი პირადული.

ვიმდედოვნებ, ბედისწერა არასოდეს არ ჩამაგდებს უკაცრიელ კუნძულზე, იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ შევძლებ იმ 3 კომპაქტ–დისკის შერჩევას, რომელთაც თან წავიგებ.

მე მომწონს რიტუალები, სილამაზე სწორედ რიტუალებისგან იბადება.

არასდროს არ ვიტყვი, რომელ წიგნს ვკითხულობ ამჟამად. ეს მეტისმეტად პირადული კითხვაა. მაგალითად იგივე რომ მკითხო, რაზე ვფიქრობ ძილის წინ.

არის განსაზღვრული სიბრძნე იმაში, რომ საერთოდ არაფერი თქვა.

რაც უფრო დიდი ვხდები, მით უფრო ნაკლებად ვკვდები – ასე მეჩვენება.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 539 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0