მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ალბიოლი მძიმედ დაშავდა
12:56 PM
ალბიოლი მძიმედ დაშავდა
გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "სამეფო კლუბი" "ალკოიანოს" მასპინძლობდა, რაულ ალბიოლმა მძიმე დაზიანება მიიღო. ეს უკანასკნელი საწყისი წუთებიდან გუნდს კაპიტნობდა, თუმცა მატჩის მე-6 წუთზე მას მოედნოს დატოვება მოუწია.

ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ ალბიოლისთვის შანსი მიეცა და ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა, ასეც მოხდა, თუმცა, მატჩის დებიუტში მან უმძიმესი დაზიანება მიიღო დავიდ ტორესისგან. ჯერ ცნობილი არ არის, თუ რამდენად მძიმეა ტრავმა, თუმცა საქმე სერიოზულადაა. ალბიოლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დაცემა ცუდად არ განხორციელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ესპანელმა შეცვლა ითხოვა, მან თამაში ვეღარ გააგრძელა.

ასე რომ, ფაბიო კოენტრაუს მიეცა შანსი. ფაბიო კოენტრაუმ მარცხნივ გადაინაცვლა, ალბიოლის ადგილას კი ნაჩომ. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ნაჩო მატჩის დებიუტში მარცხენა ფლანგზე დააყენა. ეს გადაწყობა გუნდს, დიდად არ დაეტყო, "რეალმა" უპრობლემოდ ჩაატარა შეხვედრა. მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმებები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ალბიოლის ტრავმის სიმძიმე. 

ამ შემთხვევის შემდეგ, იკერ კასილასმა ალბიოლი გაამხნევა Facebook-ის საშუალებით, იკერმა რაულს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მათი ფოტოა ჩართული. 

"Ánimo crack!! Eres grande!!" (ტრავმის ყველაზე კარგი წამალი სიმამაცეა!! შენ ისევ აღიდგენ ფორმას!!) - ასეთი რამ მისწერა იკერმა თანაგუნდელს..

ალბიოლი მძიმედ დაშავდა



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 571 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0