მთავარი » გამოგონებები

1950 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერმა ვლადიმერ დემიხივმა მსოფლიო გააკვირვა, მან ძაღლებზე ექსპერიმენტების შედეგად შეძლო, ერთი ძაღლისთვის გადაენერგა მეორე თავი, ესეიგი გამოსულიყო ორთავიანი ძაღლი რაც მან წარმატებით განახორციელა, ძაღლმა კი 1 თვე იციცხლა, რაც მართლა მიღწევის და სენსაციის ტოლფასი იყო.

ცივი ომის პირველ პერიოდში, ყველა მეცნიერების საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ გაერთიანებულნი იმისათვის რომ შეექმნათ უნივერსალური იარაღი. 1958 წელს დაიწყო საიდუმლო პროექტის განხორციელება რომლის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ რობოტი-კიბორგი.


Категория: გამოგონებები | Просмотров: 846 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის" სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის" ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ". The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

SETI–ის ასტრონომების აღმოჩენას მსოფლიო ექსპერტებმა მეცნიერთა ერთი ჯგუფის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა. მათი თქმით, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლა რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, დოკუმენტები და ფოტოები აუცილებლად უმაღლეს დონეზე იქნებოდა გასაიდუმლოებული, ამ შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად ჩაუვარდებდა ხელთ „ვიკილიქსს". მეცნიერების პასუხად, სკანდალურმა ინტერნეტსაიტმაც არ დააყოვნა და უცხოპლანეტელების დედამიწასთან მოახლოების ფაქტი სულ რამდენიმე დღეში დაადასტურა. საიტზე გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოპლანეტელ მზვერავთა შემოსვლა უკვე დაწყებულია. საბრძოლო კოსმოსური ხომალდები ალიასკაზე დააფიქსირეს. სამი უზარმაზარი ხომალდის ჩამოსვლა კი, პირდაპირი შემოჭრა იქნება.

Категория: გამოგონებები | Просмотров: 570 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 6
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0