მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » იდეალური ჯავშანი: შექმნილია ისტორიაში ყველაზე მდგრადი ნივთიერება
1:05 PM
იდეალური ჯავშანი: შექმნილია ისტორიაში ყველაზე მდგრადი ნივთიერება
იდეალური ჯავშანი: შექმნილია ისტორიაში ყველაზე მდგრადი ნივთიერება
მეცნიერებმა ისრაელიდან არსებულ ორგანულ მასალათა შორის ყველაზე მდგრადი შექმნეს. იგი უჟანგავ ფოლადზე უფრო მჭიდროა და მდგრადობით ტყვიაგაუმტარი კევლარის მაჩვენებლებსაც აღემატება.

მიღებული ნივთიერების გამოყენებას ინჟინრები არა მხოლოდ ჯავშნის დასამზადებლად (უფრო იაფი და მჩატე, რაც ჯარისკაცებისთვის არც ისე უმნიშვნელო დეტალია) აპირებენ. არის გეგმები მრავალგვარი "სამშვიდობო” პროექტების განსახორციელებლად: კომპოზიტური მასალეის მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ზემდგრადი შუშის ახალი ტიპების შემუშავება.

აღმოჩნდა, რომ ახალი ნივთიერებისგან დამზადებულ ფირფიტაში ხვრელის გაკეთება მხოლოდ ალმაზს შეუძლია. ძალისხმევა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მასალის ზედაპირი შეიღუნოს, ორჯერ მეტი უნდა იყოს კევლარის მაჩვენებელზე.

ნივთიერების მნიშვნელოვანი უპირატესობებია ის, რომ მისი წარმოება და მასთან მოპყრობა ადვილია. ამას გარდა, მასალა აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

კიდევ ერთი პერსპექტული მიმართულება, სადაც ზემდგრადი ნივთიერების გამოყენებაა შესაძლებელი – თავად ლითონის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.

სამწუხაროდ, მეცნიერები სიჩქარესა და უახლოეს მომავალზე გეგმების დაწყობას არ გვირჩევენ. კევლარი 1960-იან წლებში იყო აღმოჩენილი, მაგრამ წარმოებაში მისი გამოყენება მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყეს.

ახლა, ახალ ნივთიერებას იდეალური ჯავშნის სახელისთვის ბრძოლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology, MIT) მკვლევარების ნამუშევართან მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ზემდგრადი მასალის შესაქმნელად მათ scaly-foot gastropod-ის "სხეულის” აგებულების თავისებურებების გამოყენება გადაწყვიტეს.
 
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 639 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0