მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » რას ასწავლიდა გიორგი ვარდოსანიძე გოჩა ჩერტკოევს და რატომ ვერ იქნებოდა "პლეიბოის" სახე
10:09 PM
რას ასწავლიდა გიორგი ვარდოსანიძე გოჩა ჩერტკოევს და რატომ ვერ იქნებოდა "პლეიბოის" სახე
რას ასწავლიდა გიორგი ვარდოსანიძე გოჩა ჩერტკოევს და რატომ ვერ იქნებოდა
"როცა ვბრაზდები, ვღრიალებ და ვირტყმევინები", - ამბობს გიორგი. ხედავთ, როგორი მამაცი ვარ? მაინც გავბედე მისთვის უხერხული შეკითხვების დასმა. მთავარია, მომყევით... დღეს კი წაიკითხეთ: მინიმუმ რა თანხა უდევს ჯიბეში გიორგი ვარდოსანიძეს და რა რეაქცია ექნებოდა, პამელა ანდერსონთან რომ გაღვიძებოდა.

- როგორ ფიქრობ, რით ხარ პოპულარული?
-
 ჩემი პროფესიით. არა?

- რატომაც არა. მთავარია, შენ როგორ ფიქრობ. შემოთავაზების შემთხვევაში "პლეიბოის" სახე გახდებოდი?
-
 ამ შემოთავაზებაზე ვიცინებდი ბევრს. არა, მადლობა-მეთქი, ვეტყოდი (იცინის).

- რატომ, კომპლექსიანი ხარ?
-
 არა, უბრალოდ ცუდი სახე ვიქნებოდი "პლეიბოისთვის". დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესსაც ბევრს იპოვიან. 

- როგორი თვითშეფასება გაქვს?
-
 ძალიან კრიტიკული, ნაწილობრივ მეზიზღება საკუთარი თავი.

- რომელი თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში ყველაზე ძალიან?
-
 საშინლად ჯიუტი ვარ. არავის არაფერს ვუთმობ. 

- სიჯიუტით გაგიფუჭებია შენი საქმე?
-
 რამდენიც გინდა. სამსახურებიც ყოფილა, სადაც არ დამითმია და საერთოდ წამოვსულვარ. ბევრია ასეთი.

- ანუ ამაყიც ხარ?
-
 არა, ამაყი არა. უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვიტან.

- როგორ გამოხატავ გაბრაზებას?
-
 ვღრიალებ და "ვირტყმევინები".

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ.
-
 კი, ბატონო, სწორად იცით.

- ერთგული ხარ?
-
 კი, ბატონო.

- თვალი მაინც არ გაგირბის სხვა გოგონებისკენ?
-
 მთავარია, გული არ გაგექცეს, თორემ თვალი სხვა რამეებისკენაც გარბის ხოლმე. გულით და სულით უნდა იყო ერთგული და თვალს აპატიებს ადამიანი.

- დილით რომ გაიღვიძო და პამელა ანდერსონთან აღმოჩნდე, რა რეაქცია გექნება?
-
 ნეტავ, რა დავლიე ამდენი-მეთქი, ვიფიქრებდი. ან ბილეთები საიდან იშოვე საქართველომდე-მეთქი, ვკითხავდი.

- გოჩა ჩერტკო­ევის პირადი მასწავ­ლებელი რომ იყო, რას ასწავლიდი?
-
 ქართულს, ალბათ (იცინის).

- ჯიბეში მინიმუმ რა თანხა გიდევს ხოლმე?
-
 მინიმუმ 5 ლარი. ხანდახან საერთოდ არ მიდევს და სუფთაა ჯიბე. ზოგადად ძალიან მხარჯველი ვარ.

- მაღალი ანაზ­ღ­აურება გაქვს?
-
 იცი რა, ძალიან იცვლება ხოლმე ჩემი ანაზღაურება, იმიტომ, რომ ასეთი სამსახური მაქვს, მაგრამ მაინც ნორმალურია, არ ვუჩივი.

- რატი წითელაძე შენზე უკეთ ცეკვავს?
-
 რატი ჩემზე უკეთ ცეკვავს და უფრო მონდომებულია.

- ფიზიკური მონაცემებიც შენზე მეტად უწყობს ხელს?
-
 რა თქმა უნდა. აი, ეგ იქნებოდა "პლეიბოის" ნამდვილად კარგი სახე
კატეგორია: ცნობილი | ნანახია: 685 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0