მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » რელიგია
9:43 AM
რელიგია
რელიგიები
ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს სულიერი სამყაროს არსებობა სწამთ და სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ერთსა და იმავე აზრს იზიარებენ. მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს. თვითოეულს განსხვავებული მრწამსი და წესები აქვს იმისათვის, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები.


ქრისტიანობა -ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, იესო, რომ კაცთათვის ესწავლებინა, როგორ ეცხოვრათ. მისი ცხოვრება ბიბლიიის მეორე ნაწილშია მოთხრობილი. ქრისტიანები ამბობენ რომ იესომ მათ ასწავლა ერთურთის სიყვარული, ლოცვა და სხვა ადამიანთათვის უფლის მცნებების სწავლება. ქრისტიანები ეკლესიებში ლოცულობენ. 

ისლამი- მექაში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ასწავლა თავის მიმდევარ მუსლიმებს, რომ დღეში ხუთჯერ ილოცონ ღმერთის, ალაჰისათვის. ამ რელიგიას ისლამი ჰქვია, რაც ნიშნავს ღმერთის მორჩილებას ლოცვით, მარხვით და ღარიბების დახმარებით.

იუდაიზმი- ებრაელებს სწამთ, რომ აბრაამი პირველი კაცი იყო, რომელმაც ხალხს მოუწოდა, ერთი ღმერთი ეღიარებინათ. ის იყო '' წინასწარმეტყველი''. ებრაელებს სჯერათ, რომ ისინი ღმერთმა თავისი კანონების დასაცავად გამოარჩია. ეს კანონები ბიბლიის პირველ ნაწილში წერია.

ინდუიზმი - ინდუისტებს სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები ხელახლა იბადება და ცხოველად ან სხვა ადამიანად გარდაისახება. ვინც პირველ ცხოვრებაში კეთილი იყო, მეორეში უკეთ იცხოვრებს. ინდუსთა დღესასწაულზე მოცეკვავეები ღმერთების მიმსგავსებით არიან გადაცმულნი. მაგალითად როგორც განეში- სპილოსთავიანი ღმერთი. ინდუისტთა უმრავლესობას სწამს, რომ ყველა ღმერთი ერთი მთავარი ღმერთის, ბრაჰმას, განსახიერებაა.


ბუდიზმი- კაცმა, რომელსაც გაუთამა ერქვა(მოგვიანებით ბუდა უწოდეს), საფუძველი ჩაუყარა ბუდიზმს ინდოეთში, ინდუსთა შორის. ბუდიზმი მთელ აზიაში- ჩინეთსა და იაპონიაში გავრცელდა. ბანკოკში, ტაილანდში ბუდას 394 მოოქროვილი ქანდაკებაა ჩამწკრივებული. ბუდისტებს სწამთ, რომ ადამიანი რამდენჯერმე ცხოვრობს, მაგრამ საბოლოოდ სულიერი სიმშვიდის სასუფეველში მარადიული დამკვიდრებაც შესაძლებელია.
 
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 593 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0