მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » სასწაული - "იმედის ხელი"
8:19 PM
სასწაული - "იმედის ხელი"
სასწაული -
ამ ფოტომ მთელი მსოფლიო ააღელვა. მე კი მინდა ამ ფოტოს ამსახველი კადრის ისტორია შემოგთავაზოთ.

ეს შემთხვევა 1999 წელს ატლანტაში მოხდა. ერთ-ერთ ორსულ ქალბატონის წიაღში მყოფ ემბრიონს, რომელიც ჩასახვიდან 21 კვირის იყო, ექიმებმა დაუსვეს საშინელი დიაგნოზი: spina bifida-ხერხემლის დეფექტი, რომელიც უმეტესწილად თანდაყოლილია. ამ დაავადების მქონე ადამიანს არ შეუძლია სიარული, ვერ იცავს წონასწორობას. ის უკურნებელ სენად ითვლება. ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ რომ ნაყოფი დაბადებისთანავე გარდაიცვლებოდა. მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა. დედის წიაღში მყოფი, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ჩანასახისთვის, საშვილოსნოშივე უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია. 
მცირე შეცდომაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. წარმატებით
დასრულების შემთხვევაში კი ჩვილი სრულიად ჯანმრთელი მოევლინებოდა ამ ქვეყანას და სამუდამოდ დაემშვიდობებოდა ამ ვერაგ დაავადებას. სწორედ ეს უმძიმესი მისია აიღო თავის თავზე ნეშვილის, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ცენტრში მომუშავე ქირურგამაჯოზეფ ბრუნერმა.

ოპერაცია დასასრულს უახლოვდებოდა როცა სასწაული მოხდა: დედის საშვილოსნოდან გამოჩნდა პატარა, ოღონდ ჩამოყალიბებული ხელის მტევანი და თითქოს მადლობის ნიშნად ქირურგის თითს ჩაეჭიდა. ეს ფაქტი მედ-პერსონალმა ფოტოაპარატის მეშვეობით დააფიქსირა
პატარა ჯამრთელი და უვნებელი მოევლინა ამ ქვეყანას. მისი სახელია -სამუელ არმასი იგი 13 წლისაა და თავს მშვენივრად გრძნობს.
მოგვიანებით დოქტორმა ბრუნერმა გაიხსენა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი წუთები მის ცხოვრებაში, ხოლო სამუელის დედამ თქვა, რომ ამ ფოტოსურათის ნახვის შემდეგ ის და მისი ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში სიხარულისგან და გაოცებისგან ტიროდნენ.
მეორე ფოტოზე სწორედ ჯამრთელი და უვნებელი სამუელია გამოსახული
 
კატეგორია: სასწაულები | ნანახია: 584 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0