მთავარი » წმინდანები


ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთაებრივ ყრმასთან და იოსებთან ერთად ბეთლემის გამოქვაბულში 40 დღე გაატარა, პირველი წუთებიდანვე დაიწყო ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთისა მსახურება.

შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს. იესო ნიშნავს მხსნელს, ანუ გამომსყიდველს. ყოველ ებრაელს შეეძლო ეს წესი ჩაეტარებინა, მაგრამ უპირატესობა ოჯახის უფროსს ენიჭებოდა. ის სათავეს აბრაამიდან იღებდა და შემდეგ სინას მთაზე მიღებული სჯულით განმტკიცდა, თვით მოსესაც კი სიკვდილით დაემუქრა უფალი, თუ თავის ვაჟზე ამ წესს არ აღასრულებდა.

ძველ აღთქმაში ეს წმინდა ჩვეულება უფალსა და აბრაამის შთამომავლობას შორის დადებული აღთქმის ნიშანი იყო და ქრისტიანული საიდუმლოს - წმიდა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. წინადაცვეთა იყო ღვთივრჩეული ხალხის განმასხვავებელი ნიშანი და ისრაელის საზოგადოებაში აუცილებლად ითვლებოდა, ისევე, როგორც ქრისტიანობის მსურველის მონათვლაა აუცილებელი; როგორც ნათლისღება, ასევე წინადაცვეთა ნიშნავს ვნებების მოკვდინებას, ჭეშმარიტ მორჩილებას და უფალთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს.

ძე ღვთისა, ადამიანთა მოდგმის მხსნელი წინადაცვეთას არ საჭიროებდა, მაგრამ მიიღო ის სჯულის მიხედვით, რათა თავისი მიმდევრებისთვის საეკლესიო კანონების მორჩილება ესწავლებინა. შემოქმედმა და უფალმა ხატი მონისა მიიღო, რათა მის მიერ შექმნილი ბოროტებისა და სიკვდილის მონობისაგან ეხსნა.

უფალი ყოველთა და მეუფე წინაცვეთასა თავს იდებს და კაცთა ცთომასა, ვითარცა სახიერი განკვეთს და მოსცემს მაცხოვრებასა დღეს სოფელსა, დიდება მოწყალებასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყვარეო.

 

Категория: წმინდანები | Просмотров: 640 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)


როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.

ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.

და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.

რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.

Категория: წმინდანები | Просмотров: 658 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)


თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო.

ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო თახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.

თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათა წმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ის ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო.

Категория: წმინდანები | Просмотров: 581 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაწინდვა

გიხაროდენ, სძალო უსძლოო

ქალწულებრივი სიწმინდე - იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ.

როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი და 11 დღე შეუსრულდა, მღვდელმთავარმა მას განუცხადა, რომ წესის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი დაბადებიდან მშობლების მიერ ღვთისთვის იყო შეწირული, შემდეგ, როდესაც ასაკი შეუსრულდა, თვითონ დადო აღთქმა, რომ ქალწულებას სამუდამოდ დაიცავდა და ამ აღთქმის დარღვევა არ სურდა.

მღვდელმთავარი ასეთმა მტკიცე გადაწყვეტილებამ მეტად განაცვიფრა, ღვთისმსახურებიც შეცბუნდნენ. მათ არ შეეძლოთ, არად ჩაეგდოთ კანონი და ასევე არ შეეძლოთ, ქალწული იძულებული გაეხადათ, რომ აღთქმა დაერღვია. ყველა ტაძარში შეიკრიბა და მხურვალედ ლოცულობდა, რომ ღმერთს მათთვის თავისი ნება 

Категория: წმინდანები | Просмотров: 674 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)


ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: „ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანნამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მეგობრები, სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა, ამ შეკრებაზე მან მარიამიც მიიყვანა და ყველას სთხოვა, რომ იგი დაელოცათ. „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა". ამგვარი კურთხევა წარმოსთქვეს ღვთისმსახურებმა მარიამის მიმართ, ხოლო დამსწრეთ უპასუხეს: „ამინ, იქნას ესრეთ".

Категория: წმინდანები | Просмотров: 561 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-12 | Комментарии (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0