მთავარი » 2012 ნოემბერი 28 » 17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა
9:49 AM 17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა | |
ძილი ვის არ უყვარს, მაგრამ 2 თვე გადაბმულად იძინო? 17 წლის ამერიკელმა გოგონამ, ნიკოლ დეილინმა გადაბმულად 64 დღე იძინა. ნიკოლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაშინაც კი, როდესაც გოგონას ღვიძავს, მოთენთილია და უძლურად გამოიყურება. დედამისი ამბობს, რომ ზოგჯერ გოგონას 32-64 დღე სძინავს. ამ დროს ის მთვარეულივით იქცევა, ძილში ჭამს და იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს. ![]() მეცნიერებს თავიდან ეგონათ, რომ გოგონას სურდა ყურადღება მიექცია, მას 25 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ და ბოლოს დაადგინეს, რომ მას მძინარე მზეთუნახავის სინდრომი სჭირს. ნიკოლის დედა ნერვიულობს, არ მოსწონს, რომ გოგონა ცხოვრებისეულ მოვლენებს ტოვებს, ერთხელ ახალ წელს დაიძინა და საჩუქრების გახსნა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლოო. მსოფლიოში ამ სინდრომის 1000 შემთხვავა დაფიქსირდა. მძინარე მზეთუნახავის სინდრომი არის ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის გარკვეულ უბანში სისხლის მიწოდების შემცირებით. ![]() ეს დაავადება დაუდგინეს 15 წლის ბრიტანელ გოგონას, რომელსაც 2 კვირა ზედიზედ სძინავს. გოგონას ეს სინდრომი გრიპის შემდეგ აღმოაჩნდა, მშობლები შოკში ჩავარდნენ, გოგონას 10 დღე ეძინა. გოგონას მშობლები აღვიძებენ, აჭმევენ, საპირფარეშოში მიჰყავთ, ის კითხვებზეც პასუხობს, გაღვიძებულს კი არაფერი ახსოვს. ამ დაავადებისაგან თავის დასაღწევად ექიმები ვერაფერს გვთავაზობენ, არსებობს წამლები, რომლებსაც მხოლოდ ძილის ხანგრძლივობის შემცირება შეუძლიათ. ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |