მთავარი » 2012 » დეკემბერი » 4 » 1.1 მილიონი დოლარი და გმირად აღიარებული ტაქსისტი
8:42 AM
1.1 მილიონი დოლარი და გმირად აღიარებული ტაქსისტი
1.1 მილიონი დოლარი და გმირად აღიარებული ტაქსისტი
სინგაპურის ტაქსი

სინგაპურში არის ტაქსისტი, რომელიც 70 წლისაა და ეროვნულ გმირად აღიარეს ამ ასაკში. რის გამო აღიარეს გაინტერესებთ? ერთ დღეს იგი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და მას ჩაუჯდა ორი ტაილანდელი ტურისტი. როგორც ბოლოს გაირკვა ეს ტურისტები ცოლ ქმარი იყვნენ და მათ ტაქსისტის მანქანაში 1.1 მილიონი დოლარი დარჩათ. გაგიკვირდებათ და ტაქსისტმა ეს ფული მათ უკან დაუბრუნა.
ფული მაშინ ვიპოვე, როდესაც მგზავრები ჩამოვსვი და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ფულის გამო დიდი პრობლემები მელოდა. ვფიქრობდი რომ შავ პაკეტში დაახლოებით 200 ათასი ამერიკული დოლარი იქნებოდა, თუმცა იქ გაცილებით მეტი აღმოჩნდა როგორც გავარკვიე, განაცხადა მან. ეს ფული მე არ მეკუთვნოდა და რა უფლებით უნდა გამომეყენებინა? 31 წელია რაც პატიოსნად ვმუშაობ ტაქსისტად და ასეთი რაღაცის გამო სახელს ნამდვილად არ გავიფუჭებდი.
ComfortDelGro არის კომპანია სადაც ეს ტაქსისტი მუშაობს. მისმა უფროსმა განაცხადა, რომ იგი ამაყობს ასეთი თანამშრომლებით და იმედი აქვს რომ ყველა მისნაირია და პატიოსნად ემსახურებიან მოქალაქეებს.
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 610 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0