მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » 2016 წლისთვის ინტერნეტის მსოფლიო ტრაფიკი ოთხჯერ გაიზრდება
1:59 AM
2016 წლისთვის ინტერნეტის მსოფლიო ტრაფიკი ოთხჯერ გაიზრდება
კომპანია Cisco-ის პროგნოზით, 2016 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 3,4 მილიარდი ინტერნეტ მომხმარებელი იქნება, რაც დედამიწის მოსახლების 45%-ია.
Cisco-ის შეფასებით, 2011 წელს ქსელში მიერთებული იყო 10,3 მილიარდი სხვადასხვა მოწყობილობა — პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტონი, „ჭკვიანი ტელევიზორი" და სხვა.
უკვე 2016 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ქსელში წვდომის შესაძლებლობის მქონე მოწყობილობების რცხვი (machine-to-machine შეერთების ტიპის ჩათვლით) 18,9 მილიარდს მიაღწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლის მიხედვით პლანეტის ყოველ მაცხოვრებელზე საშუალოდ 2,5 ქსელში მიერთება გამოდის.
Cisco აქიდან გამომდინარე პროგნოზირებს ინტერნეტ-ტრაფიკის მკვეთრ ზრდას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს პლანშეტური კომპიუტერების და კომუნიკატორების პოპულარობის ზრდაც. 2016 წლისათვის ქსელით გადაცემულ მონაცემთა მოცულობა წინა წლის მონაცემთან შედარებით ოთხჯერ გაიზრდება — 1,3 ზეტაბაიტამდე (270 ბაიტი, 1024 ექსაბაიტი).
ინტერნეტთან წვდომის საშუალო სისწრაფე, როგორც მოსალოდნელია გაიზრდება დაახლოებით ოთხჯერ — 9 დან 34 მბტ/წმ-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერირებული ტრაფიკის ნახევარზე მეტი გადაიცემა უკაბელო ქსელების მეშვეობით. 
უახლოეს ხუთ წელიწადში, მსოფლიო მობილური ინტერნეტ-ტრაფიკი გაიზრდება 18-ჯერ და 2016 წლისათვის მიაღწევს 10,8 ექსაბაიტს თვეში (ერთი ექსაბაიტი ტოლია 1 024 პეტაბაიტის, ანუ დაახლოებით 1,1 მილიარდი გიგაბაიტი). შედარებისთვის: 2011 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 0,6 ექსაბაიტს თვეში, ხოლო როგორც ივარაუდება 2012 წლის მაჩვენებელი 1,3 ექსაბაიტს შეადგენს
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 614 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0