მთავარი » 2012 » ივლისი » 19 » 5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი
9:46 AM
5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი
5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი - Site Name

1. ბელა სორენსონ გინესი (შავი ქვრივი). მხსვერპლის რაოდენობა: 42

5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი


ეს ქალი სერიული მკვლელი იყო, რომელიც მხოლოდ სიამოვნებისა და სიხარბის გამო კლავდა. ბელა ნორვეგიაში დაიბადა ,საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და იქ ჩიკაგოელი ბიზნესმენის მეუღლე გახდა.
რამდენიმე წყარო გვამცნობს, რომ ბელამ დაზღვევის თანხის მიღების გამო, საკუთარი შვილები მოწამლა. ბავშვები მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ექსპერტიზა კი მათი სიკვდილის მიზეზად, მოწამვლას ასახელებდა.

მოგვიანებით სიცოცხლეს ესალმება ბელას ქმარიც. გარდაცვალების მიზეზად წამლების გადაჭარბებული დოზის მიღება სახელდება. ქმრის გარდაცვალების გამო, ბელამ სადაზღვეო კომპანიისაგან ფული კვლავ მიიღო. მიღებული თანხით ქვრივმა ფერმა იყიდა. მალევე, გარდაცვლილი მეუღლის ნათესავები, ქალს საკუთარი ქმრის ნაადრევ სიკვდილში ადანაშაულებენ. თუმცა ყველა მათგანი, ვინც ბელას მკვლელობაში ბრალს სდებდა უბედური შემთხვევით გარდაიცვალა.

საერთო ჯამში ამ უწყინარ ნიღაბს ამოფარებულმა ქალბატონმა სულ 42 მამაკაცის მოხიბვლა, მათზე დაქორწინება და შემდეგ მათი სიცოცხლეს გამოსალმება მოახერხა. ქმრებისაგან მღებულმა თანხამ სულ 25 მილიონი დოლარი შეადგინა.

''შავმა ქვრივმა'' სიცოცხლე თავისი მსხვერპლების მსგავსად დაასრულა. ის ტყეში თავმოჭრილი იპოვეს. თუმცა დადის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ის სხეული ბელასი არ იყო...







2. ჯეინ ტოპანი. მსხვერპლის რაოდენობა: 31


5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი


ჯეინ ტოპანი გახლდათ ექთანი, რომელიც თავს ავადმყოფებსა და უსუსურებს ესხმოდა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამამისი ფსიქიური აშლილობის მქონე იყო, რომელმაც შვილის გაზრდაზე უარი თქვა. შედეგად, ჯეინი ბოსტონის ბავშვთა სახლში გაიზარდა.სიღარიბემ და რამდენიმე მიმღებმა მშობლემა მხოლოდ გაამძაფრეს გოგონას სიძულვილი. სწავლის დროს ლექტორები ამჩნევდნენ უცნაურ მიდრეკილებას გარდაცვლილთა ფოტოების მიმართ. ამის მიუხედავად, ჯეინმა სწავლა დაამთავრა და მუშაობაც დაიწყო. პაციენტები მას სასიამოვნო ადამიანად მიიჩნევდნენ და ''მხიარულ ჯეინს'' უწოდებდნენ.
ეს ექთანი სექსუალურ სიამოვნებას განიცდიდა პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შეყვანასა და მათი სიკვდილის პირას მიყვანით. ტოპანმა თავისი ექსპერიმენტები 1885 წელს დაიწყო.
ბოლოს ჯეინი 11 კაცის მკვლელობისათვის ციხეშიც მოხვდა. იქ კი, მკვლელმა აღაირა, რომ მის ანგარიშზე არა 11 , არამედ 31 მკვლელობა იყო. ჯეინი არ გაასამართლეს ფსიქიური აშლილობის დიაგნოზის გამო. მან მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე საგიჟეთში გაატარა.







3. გრაფინია ელიზაბეტ ბატორი. მსხვერპლთა რაოდენობა- არ არის ცნობილი 


5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი



ცნობილი როგორც «სისხლიანი გრაფინია», ეს კაპრიზული ქალბატონი მსხვერპლთა სისხლის აბაზანებს იღებდა. მას სწამდა, რომ სისხლში ბანაობა ახალგაზრდობას შუენარჩუნებდა და სახის ფერს გაუუმჯობესებდა.
გრაფინია ძალაუფლებით სარგებლობდა და მსხვერპლები (მხოლოდ ქალბატონები) სიკვდილამდე სადისტურად მიჰყავდა. ის სხვა ქალბატონებს მსხვერპლთა სისხლის დალევას აიძულებდა. მისი სიყვარული სისხლისადმი ვამპირიზმად ჩაითვალა, ამიტომ ის ვამპირთა რიცხვს მიაკუთვნეს. ბატორი ულამაზეს გოგონებს დასაქმების პირობით თავის სასახლეში იტყუებდა, იქ კი სასტიკად აწამებდა. გრაფინიას მეუღლე ფრენც ნადაშდი მისი თანამზრახველი იყო. სასახლე, რომელშიც ბატორი ქალებს აწამებდა, სწორედ ფრენცის საქორწილო საჩუქარი იყო.








4. როზმარი ვესტი. მსხვერპლთა რაოდენობა: 10



5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი



როზმარი სერიული მკვლელის-ფრედის პარტნიორი იყო. ისინი ახალგაზრდა გოგონების ნდობით სარგებლობდნენ, საკუთარ სახლში იპატიჟებდნენ, ბინასა და კვებას ჰპირდებოდნენ. სინამდვილეში კი, ბედი რომელიც ახალგაზრდა გოგონებს მათთან მოხვედრის შემდეგ ეწეოდათ საშინელება იყო.
როზმარი სექსუალურ სიამოვნებას მსხვერპლთა წამებითა და ტკივილით იღებდა. ის 8 შვილის დედა იყო. თავის ქმართან ერთად, ოფიციალურ ვერსიაში მან 10 მკვლელობა ჩაიდინა. მათ შორის ერთი საკუთარი შვილის. ფრედმა მოგვიანებით მსხვერპლის რიცხვი გაზარდა. მან აღიარებაში 20 გაუჩინარებული ბავშვის შესაძლო მკვლელობა ახსენა.






5.ეილინ უორნოსი. მსხვერპლთა რაოდენობა-8 



5 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი



ბავშვობა, რომელიც დაკავშირებული იყო ინცესტთან ეილინ უორნოსის ცხოვრება დაამახინჯა. მას დღითიდღე უმძაფრდებოდა მამაკაცების მიმართ ზიზღი. ეილინი ძალადობის შედეგად 13 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, 15 წლისა კი, ბაბუის სახლიდან გამოაგდეს.
ეილინის ქცევას პიროვნების ანტისოციალური აშლილობის ნიშნები ახხლდა თან. ის იპარავდა, არღვევდა კანონებს, 70 წლის კაცსაც კი გაჰყვა ცოლად, რომელზეც ფიზიკურად ალადობდა. საბოლოოდ მოხუცმა ქმარმა მიატოვა იგი.
რამდენიმე ხანში ეილინი შეხვდა ლეზბოსელ ტაირას, რომელთანაც გააბა ურთიერთობა. ის მეძავად მუშოაბდა რათა საკუთარი თავი და საყვარელი ერჩინა. მუშაობის დროს მან მოკლა ერთი ადამიანი. მკვლელობის სშემდეგ კი, განაცხადა, რომ თავს იცავდა. მოგვიანებით, ფლორიდაში, მისი მსხვერპლების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 688 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0