მთავარი » 2012 ივლისი 24 » 8 წლის პაკისტანელი Microsoft-ის ექსპერტი გახდა
6:08 PM 8 წლის პაკისტანელი Microsoft-ის ექსპერტი გახდა | |
![]() ამ შედეგის მისაღებად ბიჭუნა გულმოდგინედ მუშაობდა და კომპანიის ტექნოლოგიურ თავისებურებებს 13 თვის განმავლობაში სწავლობდა. საკუთარი ოცნების ასახდენად შოფანმა ინტერნეტ-პროტოკოლებისა და დომენების რთული სისტემა შექმნა. Microsoft-ის წამომადგენელი, ტომას ჯენსონი აცხადებს, რომ "მართალია, კორპორაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ადამიანთა ასაკს, რომლებსაც სერთიფიკატებს გადასცემს, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ ეს შემთხვევა ფენომენალურია". შოფანის მამა, შაუ ტხობანი საკუთარი ვაჟით ამაყობს. ის თავად ხელმძღვანელობს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას, სახელწოდებით Thobson Technologies. "შოფანი ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ის მშვიდად ასრულებს მათემატიკურ ოპერაციებს გონებაში და არასდროს იყენებს კალკულატორს", - აღნიშნავს დოქტორი შაუ. შოფანი კომპიუტერის კურსებზე 5 წლის ასაკიდან დადის. ამჟამად ის წარმატებით უთავსებს სწავლას დაწყებით სკოლაში და კომპიუტერთან მუშაობის გაკვეთილებს. Microsoft-ში კიდევ ერთი მოზარდი მუშაობს. 9 წლის მაკედონიელი მარკო ჩალასანი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სისტემური ინჟინერია. Microsoft-ში მოსახვედრად მარკომაც იგივე გამოცდები გაიარა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |