მთავარი » 2012 » მაისი » 13 » აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა
10:08 PM
აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა
აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა - Site Name

ამასთან დაკავშირებით სიტყვის წარმოშობის ვერსიები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი ნაწილი ეს არის ის, რაც დანამდვილებით ცნობილია ამ სიტყვაზე. მეორე ნაწილში კი ის ვერსიები იყრიან თავს, სადაც გამოცნობის და ზოგჯერ მკითხაობის დონეზე, სიტყვის გასაშიფრად ლინგვისტები ლოგიკას, მკვდარ ენებს და ინტუიციას იყენებენ.

ერთ–ერთი უადრესი ისტორიული წერილობითი წყარო, სადაც ეს სიტყვა თავისი იდუმალი რაობით წარდგა კაცობრიობის წინაშე ძვ. რომაელი იმპერატორის კარაკალას პირადი ექიმის, კვინტუს სერენუს სამონიკუსის ნაშრომია მკურნალობის შესახებ (De medicina praecepta). ამ წიგნში, რომელიც 1115 ჰეგზამეტრისგან შედგება, თავმოყრილია ყველა ის პოპულარული რეცეპტი, რომელიც ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ გამოიყენებოდა მესამე საუკუნის იტალიაში. მათ შორის ციებ–ცხელების მალამოდ სერენუს სამონიკუსი სამკუთხედის ფორმის ამულეტს ასახელებს, რომელზედაც ქვემოთ მოცემული იდუმალი ფორმით წარწერილი იყო სიტყვა "ABRAKADABRA”.
ამაზე ადრეული წერილობითი წყარო არ მოიპოვება. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სიტყვის ფესვები არამეულში და ივრითში უნდა ვეძებოთ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა ბუსტროფედონია (იკითხება ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ პირიქით) და ივრითზე იშიფრება, როგორც "არბა” (ოთხი) "დაკ” (დამსხვრევა/განადგურება) "არბა” (ოთხი), რომელიც უკუ წაკითხვით "აბრაკადაბრას” გვაძლევს. ოთხის მიერ ოთხის განადგურება კი სიმბოლურად იაჰვეს მიერ (რომლის სახელიც ოთხი ასოსგან შედგება ივრითში) ოთხი ელემენტის განადგურებას ნიშნავს. მეორე ვერსიით არამეულ ენაზე "ავრაჰ კადაბრა” ნიშნავს "შევქმნი იმდაგვარს, როგორსაც წარმოვთქვამ”.

შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში სრული სიბნელე ჩამოწვა, რა თქმა უნდა, ყველას დაავიწყდა არამეულიც, ივრითიც და, მათ შორის, კინაღამ ლათინურიც – შესაბამისად სიტყვამ მხოლოდ მისტიურ–ეზოთერული იერი შეინარჩუნა, სრულიად დაკარგა შინაარსი და უაზრო ბგერების კომბინაციად იქცა, რომელსაც შელოცვის დროს იყენებდნენ. მას ქრისტიანულმა სამყარომ სატანური იარლიყი მიაკრა და სიტყვაც განდევნილ იქნა "ვაშინერსი” სიტყვების ბნელ ლექსიკონში.
 


აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა - Site Name

აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა - Site Name
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 627 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0