მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 17 » აბცენტი, ჯადოსუნური სასმელი
10:15 PM
აბცენტი, ჯადოსუნური სასმელი

აბცეტი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია. დაახლოებით 70% ალკოჰოლს შეიცავს. აბცენტში მთავარი კომპონენტი პოლინია; პოლინი ცხიმიანი ბალახია, რომელიც შეიცავს ტუიონს. დიდი რაოდენობით ტუიონი უკვე საწამლავია. სწორედ ტუინი აძლევს აბცენტს განსაკუთრებულ ეფექტს.აბცენტი შეიძლება იყოს გამჭირვალე, ყვითელი და წითელი ფერი. ხშირ შემთხვევაში აბცენტს აქვს მწვანე ფერი.

აბცენტის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ფრანგული კოლონიების ბრძოლისას აფრიკაში, რომელიც დაიწყო 1830 წელს. ფრანგი ჯარისკაცები აბცენტს გარკვეული დოზით სვამდნენ ორგანიზმის დეზინფექციისთვის. აბცენტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ფრანგულ ჯარებში გავრცელდა მადაგასკარიდან ინდო-ჩინეთამდე. ამ გავრცელების პერიოდში ჩრდილოეთ აფრიკაში დაფიქსირებული იქნა შიზოფრენიის შემთხვევები. 1880 წლისთვის აბცენტი საფრანგეთში კარგად გავრცელებული სასმელი იყო. მისი პოპულარობა ქვეყანაში ღვინის პოპულარობის ტოლფასი იყო.აბცენტის დალევა არისტოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი წერტილი იყო საფრანგეთში ნაპოლეონის პერიოდში.

1792-დასაწყისი

დოქტორმა პიერ ორდინერმა პირველმა შექმნა ეს საოცარი სასმელი. ის გამოგონებული იყო, როგორც უნივერსალური სასმელი. აბცენტი ყველა დაავადების ანტიდოტი იყო. ამიტომ იმ დროისთვის აბცენტს სახელიც მოუძებნეს "La Fie Verte” (ქართულად "მწვანე ფერია”), ეს სახელი აბცენტს დღემდე შემორჩა. აბცენტს ასევე უმატებდნენ ღვინოში არომატის მისაცემად. იმ პერიოდისთვის აბცენტი "მწვანე ფერია” ასოცირდებოდა ჯადოქრობასთან, მითოლოგისათან და ქალების მოხიბვლასთან.

2004-აბცენტი უკვე ლეგალურია

შვეიცარიის პარლამენტმა კენჭი უყარა აბცენტის ლეგალიზაცია. 142 ხმა 13-ის წინააღმდებ, აბცენტი 92 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ლეგალური გახდა,მხოლოდ აუცილებლად უნდა წეროდა ეტკეტზე შემადგენლობა. ტუიონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მილიგრამს. 24 ივლისს ჰოლანდიაშიც ლეგალური გახდა აბცენტის გაყიდვა. ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, აქაც აიგრძალა 10 მილიგრამზე მეტი ტუიონის შემცვლელი აბცენტის გაყივდა.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 631 | დაამატა: buka9075 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0