11:48 AM ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება | |
ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა". სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება. „საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს"-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა. ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის" და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |