მთავარი » 2012 აპრილი 15 » ანეგდოტები
4:34 PM ანეგდოტები | |
![]() - გოგონი, დამიჯერეთ, მთვრალი არ ვარ, თქვენ მართლაც ლამაზი ხართ... - ვინაა შენი გოგონა, პატრული ვარ! მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება: - ბრალდებულო, განგვიმარტეთ, ნადირობის დროს რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს? - მე ის შველი მეგონა. - როდის მიხვდით საკუთარ შეცდომას? - როდესაც შველმა სროლითვე მიპასუხა... სვანი მივიდა მეორადი ნაწილების ბაზრობაზე: - "მარშრუტკის" ნაწილები გაქვთ? - გვაქვს, თქვენ რომელი "მარშრუტკა" გყავთ? - მესტია-თბილისი. სამი მაიმუნი ზის და პლანს ეწევა. მიდის უკანასკნელი მამონტი და ეუბნება: - ერთი მეც მომაწევინეთ, რა... მაიმუნები უპასუხებენ (ქუთაისური კილოთი): - გადი, ბიძია, გადაშენდი აქედან!.. და მამონტი გადაშენდა. კაცი რეკავს სასწრაფოში: - სასწრაფოდ მოდით, კაცს კატოკმა გადაუარა! - მითხარით მისამართი. - ჭავჭავაძის 34, 36, 38, 40. ქალი გინეკოლოგთან არის კონსულტაციაზე. ექიმი ეკითხება: - ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას? - არა, არა მგონია, ჩემს ქმართან ნაჩხუბარია. ექიმი ეკითხება პაციენტს: - ანუ, თქვენ ეროტიკული სიზმრები გაწუხებთ? - მაწუხებს-მეთქი, არ მითქვამს... სამი ახალგაზრდა აჩერებს სამარშრუტო ტაქსის. ერთ-ერთი მძღოლს ეუბნება: - ბიძია, სამნი ვართ და ორის ფული გვაქვს, წაგვიყვან? მძღოლი: - წამო, წამო, ერთი იმ მესამის დედაც... მდივანი ქალი შეფთან შედის და კატეგორიული ტონით ეუბნება: - ხვალიდან ხელფასს სამჯერ გამიზრდი და მარტო სამ დღეს ვიმუშავებ. - ეგ ვინ გითხრა? - ეკითხება უფროსი. - გინეკოლოგმა და ჩემმა ადვოკატმა. სასამართლოში მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს: - ესე იგი თქვენ აღიარებთ, რომ ტაფა ჩაარტყით დაზარალებულს? - დიახ, ვაღიარებ, ბატონო მოსამართლევ, ოღონდ ფეხები მანამდეც დაბრეცილი ჰქონდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |