მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » არგენტინული დოგი
12:14 PM
არგენტინული დოგი

არგენტინული დოგის პირდაპირი წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები (perro de pelea corbodes) იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ საუკეთესო დაცვისუნარიანობით, თუმცა უამრავი ნაკლი გააჩნდათ: იყვნენ ზედმეტად მასიურები (რაც მათ ნადირობაში ხელს უშლიდა) მძიმედ იტანდნენ არგენტინულ ცხელ ჰავას და ა.შ XX საუკუნის დასაწყისში არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეექმნა მასტისებური თეთრი ძაღლიდან იდეალური მონადირე. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია.

1964 წელს არგენტინული დოგი დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში, როგორც დამოუკიდებელი ჯიში. დღევანდელმა „არგენტინელმა" შემოინახა ყველა ის თვისება რაც მას ექიმმა მარტინესმა შესძინა. ის ადვილად ეგუება ნებისმიერ კლიმატს, ადვილად იწვრთნება, იშვიათად იყეფება, ადვილად ეგუება პატარა საცხოვრებელ ფართს (ამ შემთხვევაში ითხოვს რეგულარულ სეირნობას ბუნებაში, ნუ დაგავიწყდებათ – ის მონადირეა)

დადებითი თვისებები: 
1.ერთგული
2.საუკეთესო მონადირე
3.აგზოტიკური ექსტერიერი

თავისებურება: ჯიუტი

მინიშნებები: 
1.არ შეიძინოთ არაჰიგმენტური შეფერილობის ლეკვი
2.აუცილებლად შეამოწმეთ ლეკვის სმენა.

წყარო: monadire.com


კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 665 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0