11:14 AM “აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა” | |
დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს. გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა. საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: "ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს. ილიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ქართველ მეწარმესა და ქველმოქმედ დავით სარაჯიშვილთან. მათ ერთად ერისთვის სასიკეთო ბევრი საქმე გაუკეთებიათ. წესად ჰქონდათ, რომ კვირაში ერთ საღამოს, ახლობლებთან ერთად, სარაჯიშვილის ბინაში შეკრებილიყვნენ. დავით სარაჯიშვილი დიდებულად უმასპინძლდებოდა სტუმრებს, უამრავ საკითხზეც საუბრობდნენ. ილიასი არ იყოს, სარაჯიშვილიც გამუდმებით საყვედურობდა Yთანამემამულეებს უყაირათობასა და არხეინობას. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის შემდეგ, ილია უგუნებოდ დაბრუნდა შინ. გაიძახოდა, სარაჯიშვილთან მიმსვლელი აღარა ვარო. როდესაც ცოტა დამშვიდდა, შეწუხებულმა გაუმხილა მეუღლეს – მე რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ის დალოცვილი ნამეტანს შვრება, მთელი საღამო ქართველების ლანძღვაში გაატარაო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
« მარტი 2013 » | ||||||
ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |