მე-19-ე საუკუნის ლეგენდარული ამერიკელი ბანდიტის, ბილი კიდის, ერთადერთი ფოტო, აუქციონზე, 2,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ფეროტიპული ცნობილი ფოტო 1879-80 წლების მიჯნაზე, ფორტ სამერში, ნიუ-მექსიკოს შტატშია გადაღებული. მასზე ბანდიტი ვინჩესტერით ხელშია აღბეჭდილი, მარცხენა მხარეს კი კოლტის სისტემის რევოლვერი ჰკიდია. სწორედ აქედან წამოვიდა მისი მცდარი მეტსახელი, ცაცია მსროლელი. ცნობილია, რომ ფეროტიპულ ფოტოგრაფიებზე გამოსახულება სარკისებურად იყო შეტრიალებული.