მთავარი » 2012 ივლისი 10 » ბრძნული აზრები
11:28 AM ბრძნული აზრები | |
![]() მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ; მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით; მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო; მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ; და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე. "ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა." "სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება" მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა იყო მორწმუნე! უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის! ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება. არ არსებობს ამქვეყნად დაბრკოლება, რომელიც ჩემს ღიმილზე მაღალი იქნება ... ხანდახან დუმილი ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.... * * * ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ. * * * მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა * * * ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია * * * გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი. * * * ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა. * * * აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას? * * * ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება "საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება" "სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე" წმიდა ისიდორე პელუზიელი როდესაც გაიგებ რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამოამჟღავნე /წმიდა იოანე სინელი/ "ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. იგი შეიძლება ზეცამდე ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის გარანტია კი ის არის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა სწორად თუ არა სწორად ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით; სოდომს გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა? მსხვილფეხა და მსუქან ცხოველებს არ შეუძლიათ ისე სწრაფად სირბილი, როგორც წვრილფეხა ირემს; ამის მსგავსად, გემოთმოყვარე არ შეიძლება იყოს ისეთი მოღვაწე და კეთილწარმატებული ღვაწლში, როგორც თავშეკავებული. შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული მარხვის გარეშე. "თავმდაბალი არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად მიაჩნია?" თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს იკითხო,ამას რა მოჰყვება,თორემ ვერაფერს გააკეთებ დამორცხვება სხვა ადამიანთა წინაშე -კარგი გრძნობაა,მაგრამ ისა სჯობია,თუ კაცს საკუთარი თავის სცხვენია სულელთა შორის მოხვედრილი ერთი ჭკვიანი ყოველთვის უცნაურად გამოიყურება ცხოვრება კომედიაა მათთვის ვინც ფიქრობს და ტრაგედიაა მათვის ვინც გრძნობს უნდა ნახო სიკვდილი , რომ გაიგო რა კარგია სიცოცხლე. რატომ იბადებიან ადამიანები?!იმიტომ რომ იცოდნენ რაოდენ უმჯობესი იქნებოდა სულ რომ არ დაბადებულიყვნენ. "გაბრიელ მარკესის 13 ფრაზა" 1)მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ ვინ ხარ შენ,არამედ ვინ ვარ მე,როცა შენ გვერდით ვარ... 2)არცერთი ადაიმანი არ მსახურებს ცრემლებს,ხოლო ვინც იმსახურებს არასოდეს აგატირებს... 3)მხოლოდ იმიტომ , რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გინდა რო უყვარდე იმას არ ნიშნავს იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვრხარ. 4)ნამდვილი მეგობარი ის არის,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს... 5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი... 6)არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი,მაშინაც კი როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ,ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს... 7)შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ... 8)არ ფანტო დრო იმისთვის,რომელიც არ ისწრაფის,იმისთვის რომ დრო შენთან ერთად ატაროს... 9)შეიძლება ღმერთს სურს ხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამდე,სანამ შეხვდებით იმ ერთადერთს...იმიტომ რომ როცა ეს მოხდება,ჩვენ მადლიერები ვიყოთ... 10)ნუ ტირი,იმიტომ რომ ეს დამთავრდა,გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო ... 11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ,ვინც ტკივილს მოგაყენებენ,მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი... 12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვდები ვინ ხარ,სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით,რომ ის შენ გაგიგებს, შეგიცნობს... 13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას,ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება... თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე" "სიყვარული აჩრდილივითაა მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს იგი" რიხნერი:-,, ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს''. ლაიბნიცი:- სიყვარული იმას ნიშნავს,რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო''. ბიორნე:-,,სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის''. მარლენ დიტრიხი:-,, ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა''. პითაგორა:-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა რაც დუმილზე უკეთესია''. სენეკა:- კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს. ერნესტ ჰემონგუეი:-ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით.არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო. ბუასტი:- ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას. პრუნერი:-ადამიანთა ურავლესობა ცუდია! მოლიერი:-წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ყავს. კალდერონი:-დიდი უბედურებაა-გალა იყო და ამპარტავანი. ბუალო:-სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს რომელსაც გააკვირვებს. კონფუცი:-უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს. შექსპირი:-სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი. ჰაინე:- ისევე,როგორც ჭკვიანები ხშირად სულელები არიან, ბრიყვებიც ხანდახან ძალიან ჭკვიანები არიან. ბუასტი:-უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა. მოლიერი:-შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს ბრძნული იგავი... * * * მღვდელმთავარმა დაიბარა მხატვარი და უთხრა- ქრისტეს ფრესკა დამიხატეო. მხატვარმა 10 წელი სთხოვა ვადა.იგი მოგზაურობას შეუდგა და მსოფლიო მოიარა. ზუსტად 10 წლის თავზე ერთი ულამაზესი ჭაბული ნახა. დაუჩოქა და სთხოვა-დაგხატავო. ნახატი მართლაც შესანიშნავი გამოდგა. ხალხი ფრესკის სანახავად შორი მანძილიდან მოდიოდა. ერთხელ მღვდელმთავარმა კვლავ დაიბარა მხატვარი და ეხლა ეშმაკის დახატვა დაავალა. მხატვარმა კვლავ 10 წელი სთხოვა ვადა.იგი მოგზაურობას შეუდგა.ეს წლები მან მაოდ იმოგზაურა და ზუსტად 10 წლის თავზე საშინელი ურჩხული ნახა. ის ადამიანი შემზარავი სანახავი იყო... დაუჩოქა და სთხოვა-დაგხატავო. სურათი მართლას შემზარავი იყო, ხალხი ფრესკას თვალს ვერ უსწორებდა..ურჩხულმა შეხედა ნახატს და სიცილი დაიწყო. - რა გაცინებს?- ჰკითხა მხატვარმა.. -10 წლის წინ შენ ჩემგან დახატე ქრისტე!!! შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის. ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება. რიდი:-სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. ილია:-ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა. ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი. ოვიდიუსი:-რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე. თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის. ლაბიში:-ეგოისტი...ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს.. ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება. გერმანული ანდაზა:-სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა. მონტესკიე:-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს. ბერბსტი:-კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს უფროს კატონი:-როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო. კაბუსი:-ცუდ ამხანაგს მარტოობა ჯობია. ჰაბარდი:-მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ. ჰიუგო:-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა. ბუასტი:-მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს. მენეკენი:-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა. სტენდალი:-ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა. ბუასტი:-ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. იუნგი:-დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება. შვაიცერი:-ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს...ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს. გასეტი:-სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება. პლუტარქე:-ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანგრძლივი ჩვეულება. ცვაიგი:-ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ. კრილოვი ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ. სტეინბერგი ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა,უფრო ჭკვიანია,ვინც თავის დროზე წავა. გაიბელ დიდრო :-გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე.ქონდრისკაცებში-გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი. ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის ,რისი შეცვლაც არ შემიძლია.გამბედაობა,რათა შევცვალო ის რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება,რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან კურტ ვონეგუტი *მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალუძმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია "ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც"- კონსტანტინე გამსახურდია "სიკვდილი ბოროტებაა, ეს ღმერთებმა დაადგინეს. სიკვდილი რომ ლამაზი ყოფილიყო,თვითონაც მოკვდებოდნენ" -საფო( ძვ.წ. VII -VI წ.) "მარადისობა კენჭებით მოთამაშე ბავშვია. ბავშვს ეკუთვნის მეუფება ამა ქვეყნისა"-ჰერაკლიტე ეფოსელი (დაახ. 540-480 ზვ.წ.) "არ გავცვლიდი ჩემს ბორკილებს მე შენს მონურ სამსახურზე" (პრომეთე-ზევსს) "იოლია,ბედნიერმა ანუგეშოს უბედური" - ესქილე ( დაახ. 525-456 ძვ.წ.) ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის. გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს. გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ. შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას. ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს. ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე... პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება. მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა. შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი. ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა. "ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს." "როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია,ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას." "პირდაპირ თუ იარე,შორს ვერ წახვალ." "როცა ადამიანს უმძიმს,მზის ჩასვლის ცქერა უყვარს..." "თუ პეპლების გაცნობა გსურს,ორი ან სამი მუხლუხას ატანაც უნდა შესძლო." "მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ყველაფერს,მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია." "ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო,რისი გაკეთებაც ძალუძს.ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა,გონიერებას უნდა ემყარებოდეს." "საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები." "პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია" "პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით." "მეფეები არაფერს არ ფლობენ.ისინი მხოლოდ-"მეფობენ".ეს სრულიად სხვადასხვა რამაა." "საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია." "მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს არ ძალუძს დაინახოს ის,რაც მთავარია და არსებითი." ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი-"პატარა უფლისწული" " ან ჩუმად იყავი, ან რამე ისეთი თქვი, რაც დუმილზე უკეთესია..." აკაკი წერეთელმა თქვა: "ცხოვრებაში ორი გზაა. ერთი მათგანი ია-ვარდითაა მოფენილი და სავლელად საამოა, მეორე კი ნარ-ეკლიანია და სავლელად წამებაა. პირველი-პირადი ბედნიერებისა და ფუფუნების ძიების გზაა, ის ბევრს იზიდავს. მეორე-ერის სამსახურის გზაა და ტანჯვაც გამართლებულია." სიცოცხლე ავადმყოფობაა,მთელი მსოფლიო ლაზარეთია,ხოლო ჩვენი მკურნალი ექიმი-სიკვდილია ლაჩარია-ის ვინც საფრთხის ჟამს ფეხებით აზროვნებს. ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება პატარა დაბადებაა, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი პატარა სიკვდილია უსაქმურობა უფრო ღლის ადამიანს ვიდრე შრომა ჭკვიანი კაცის ერთი დღე უფრო ძვირფასია ვიდრე სულელის მთელი ცხოვრება ყველაზე მეტად ქების ღირსი ის არის ვინც თავისი შეცდომა აღიარა და გამოასწორა ვისაც ტანჯვის ეშინია ის უკვე იტანჯება შიშისგან ზოგს პატარა განსაცდელის ეშინია და დიდ განსაცდელში იჩენს მთელ თავის ვაჟკაცობას წყენა და სიბოროტე დაივიწყე, მხოლოდ სიკეთეს ნუ დაივიწყებ ნურასდროს ვინც ბევრს გპირდება იმას ნაკლებად უნდა ენდო დაკარგულ წუთს მთელი საუკუნეებიც ვეღარ დაგიბრუნებს ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ, არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება კი შეუძლებელი ცხოვრება ძალიან მოკლეა, აკოცე ნელა, გიყვარდეს ძალიან და აპატიე სწრაფად სიყვარული ვარდივითაა ზამთარში, მხოლოდ ძლიერი გადარჩება იცხოვრე ისე,რომ მტრები დაიმეგობრო და მეგობრები არ ჩამოგშორდნენ!!! ბედნიერებისთვის სულ მცირედი გვჭირდება და რა ძნელია ამ მცირედის მოპოვება გარეგნული სილამაზე მაშინ უფრო ძვირფასია, როდესაც შინაგან სილამაზეს ეფარება გახსოვდე მაშინ, როცა ვერ მხედავ და არა მაშინ, როცა შემხედავ ყოველი ცხოვრების დასასრული დასაწყისია ახალი ცხოვრებისა ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო, რადგან არ იცი, დაესწრები თუ არა მის ჩასვლას ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცოცხლობენ დიიიიიდი ბედნიერებაა, კაცმა იქონიოს რაც სურს და უფრო დიიიიიიიიიიიდი ბედნიერებაა, არ ისურვოს იმაზე მეტი, რაც აქვს "ჰო" ისეთი სიტყვაა, რასაც ქალები თვალებით უფრო ამბობენ, ვიდრე სიტყვებით სიმდიდრის ფასს მაშინ შეიტყობენ ხოლმე, როცა შეიძენენ და მეგობრის ფასს მაშინ, როცა დაკარგავენ "ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამოდგომაში ეხმარება" ფადიმანი-"ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს". ზიადელი-"ეგოიზმის სრულყოფილ ფორმას -დედის სიყვარული ეწოდება". პლატონი-"როცა სხვის ბედნიერებას ეძებ, საკუთარს პოულობ". უილიამსი-"მოთმინება ის უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო" მე არასოდეს ვიცქირები არც ჩემს წინ და არც ჩემს უკან. განა საკმარისი არ არის, რომ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ? სიბრძნე ბრძნულად ნათქვამს კი არა ბრძნულად აღქმულს ჰქვია. თამაში ყველაზე სერიოზული რამაა ამქვეყნად. თამაში და ფერწერა. სიმდიდრის ძებნაში ზოგი იძულებულია მიწა თხაროს,ზოგი კი მიწაში ფლავს სიმდიდრეს, ხალხს ჭკუა აქვს ნაკლები,დიდებულებს-სული. "ამ ქვეყანაზე ცოტაა ისეთი ქალი, რომლის ღირსებაც მის სილამაზეს აღემატებოდეს." ფრანსუა დე ლაროშფუკო. "ამ ქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, თავს რომ არ აბეზრებდეს საკუთარი პატიოსნება." ფრანსუა დე ლაროშფუკო. "არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს." ონორე დე ბალზაკი. "არიან ქალები, რომლებიც თაგვის დანახვაზე ჰკივიან, თუმცა სინამდვილეში კი ქმრის მოწამვლაშეუძლიათ ან უარესი - თვითმკვლელობამდე მისი მიყვანა." ჰენრი ფილდინგი. "ბევრი ქალი - ბევრი სიტყვა." ინგლისური ანდაზა. "ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია." ხალილ ჯებრან ჯებრანი. "ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული." ფრანსუა დე ლაროშფუკო. "ბუნება ცდილობდა ქალის სახით შემოქმედების მწვერვალის შექმნას, მაგრამ შეცდა, თიხა ძალიან რბილი ამოირჩია." გოთხოლდ ეფრაიმ ლესინგი. "გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ." ონორე დე ბალზაკი. "გათხოვილი ქალის ერთგულებაზე უმაღლესი არა არის რა. ვერც ერთი ცოლიანი კაცი ვერ მიაღწევს ამ სიმაღლეს." ოსკარ უაილდი. "გაუბედავი ვერმოიგებს ლამაზი ქალის გულს." ინგლისური ანდაზა. "გაუთხოვარი ქალიშვილი ფრთამოტეხილია." ინგლისური ანდაზა. "თუ ქალის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო." კონსტანტინე გამსახურდია. წაქცეულს წიხლიც მიაყოლე _ ნიცშე წაქცეული, მტერიც რომ იყოს, წამოაყენე _ ქართველი კაცის ნათქვამი "სილამაზე ბედნიერების დაპირებაა." თომას გობსი. "სილამაზე - დედოფალია, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს." ევრიპიდე. ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე, სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს. *** ცვარი დავკარგეო ჩემი, შესჩივლა შროშანმა განთიადის ზეცას, რომელსაც ყველა ვარსკვლავი ერთბაშად დაჰკარგოდა. *** წყალი ჭურჭელში გამჭვირვალეა, ზღვათა წყალი_განუჭვრეტელი. მცირე ჭეშმარიტებას ნათელი სიტყვა ახლავს, ჭეშმარიტებას უდიადესს_უსაზღვრო დუმილი. *** წვრილმანი შეჭირვებანი ჩვენ გვაკრთობს და გვაშინებს მაშინ, როცა თავს დამტყდარი დიდი უბედურება გვაიძულებს მამაცურად დავუხვდეთ ჭირს. იგი ააშკარავებს ჩვენში დაფარულ შინაგან ძალებს და ამაში დიდი სიხარულია. *** ლიტონი პარადოქსი არაა, როცა ამბობენ ტანჯვაშიაო სიხარული, ისევე, როგორც მართებულია მტკიცება, რომ ტკბობაში არის ელემენტი დაუკმაყოფილებლობისა. *** ტანჯვა წარმავალია, დავიწყება_მარადიული და მაინც ტანჯვაშია ჭეშმარიტება და არა დავიწყებაში. და ყოველთვის, გამოთხოვების ჟამსა თუ სიკვდილში, ჩვენ გვესმის თუ რა შემზარავი ჭეშმარიტებაა ეს. რაბინდრანათ თაგორი მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ. ვოლტერი შენს მრწამსს ღობეზე ნუ მიაწერ. გოეთე სიყვარული ავადმყოფობაა, რომლითაც ხალასი სულის ადამიანები ავადდებიან. ქეი ქაუსი უნდა იცინო იმაზე, რაც გაწუხებს, თორემ სამყარო ჭკუიდან შეგშლის. *** თუ მიზნისკენ გაგიწევია და გზად ხშირ-ხშირად ჩერდები, რომ ქვა ესროლო ყოველ ძაღლს, რომელიც შემოგყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ. დოსტოევსკი "თუ კაცს არასოდეს უარყვია თავისი ნათქვამი,ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე".მიგელ დე უნამუნო. თუ რაღაცას გულით ისურვებ,მთელი სამყარო დაგეხმარება ოცნების ასრულებაში როცა ჩვენ ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ,ვიდრე ვიყავით,ყველაფერი ჩვენს ირგვლივ უკეთესობისკენ იცვლება "არაფერია ისეთი,რაზეც თავისუფალი ადამიანი უფრო ნაკლებს ფიქრობს,ვიდრე-სიკვდილი:მისი სიბრძნეც ამაშია-იფიქროს არა სიკვდილზე,არამედ-სიცოცხლეზე".სპინოზა "ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა,რომელიც ყოველთვის მართალია" აგატა კრისტი ჯერ არცერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ შესაფერის სიტუაციაში მე არ ჩავიდინო... (გოეთე) -ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს შენ პატარა დაიბადე!- -ნურასოდეს ესვრი ტალახს სხვას, შეიძლება ვერ მოახვედრო, ხელები კი ტალახიანი დაგრჩეს- -ვინც ფიქრობს რომ სხვების გარეშე შეუძლია ცხოვრება ძალიან ცდება, მაგრამ ის უფრო ცდება ვისაც ჰგონია, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებენ!- -ვინც არ მომკვდარა მან სიცოცხლის ფასი არ იცის!- -გიყვარდეს გწამდეს და გჯეროდეს მისი ვისაც უყვარხარ სწამს და ჯერა შენი!:) -ჯობია ძულდე ვიდრე ებრალებოდე!- -მხოლოდ ბედნიერ ადამიანს შეუძლია სხვებსაც გაუნაწილოს ბედნიერება...- ვინც არ იცის და არ იცის, რომ არ იცის, ბრიყვია - ერიდე... ვინც არ იცის და იცის, რომ არ იცის, შეუძლია სწავლა - ასწავლე... ვინც იცის და არ იცის, რომ იცის, სძინავს - გააღვიძე... ვინც იცის და იცის, რომ იცის, ბრძენია - დაუჯერე... ბოროტმოქმედებას იდენენ მხოლოდ სუსტები, ძლიერს და ბედნიერს იგი არ სჭირდება - ვოლტერი სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება, როცა ხედავს ღირსებით, რომ ვერ გაუტოლდება - საადი სინდისზე უფრო დაუნდობელი ინკვიზიტორი არ არსებობს - გერცენი წუთისოფლის ამაოებაში მეგობრობა ერთადერთი რამეა, რასაც აქვს მნიშვნელობა პირად ცხოვრებაში - ფრიდრიხ ენგელსი ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, იმედი გვაქვს მხოლოდ, რომ ვიცხოვრებთ - პასკალი "მე უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნია მხიარული, ბრმა და ყრუ" - გალაქტიონი "სარკეში ყველაფერი პირიქით მოსჩანს, მაგრამ მის გარეშე ვერასოდეს ვერ დავინახავდით საკუთარ თავს" - პასკალი ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვისაც არაფერი აქვს სათქმელი (ლევ ტოლსტოი) მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი რომ შენი შვილები მოგექცნენ (სოკრატე) რა არის სინანული? _ დიდი წუხილი იმის გამო, რომ ჩვენ ისეთები ვართ როგორიც ვართ (ებნერ ეშენბახი) ლინკოლნი: შეიძლება,ხალხის ნაწილი გააბრიყვო ,შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით,მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის სამუდამოდ გაბრიყვება. ჰიპოკრატე: ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს. გოეთე: ყველა ჭეშმარიტების ბედი ასეთია თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი მიიღებენ ხოლმე. ვალერიუსი: წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა. კენედი: ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას,რომ რთული მარტივად ეჩვენება,ჭკვიანი იმიტომ,რომ მარტივი რთულად ეჩვენება. ბრეხთი: ცხოვრობენ არა იმიტომ,რომ ემოციები განიცადონ,არამედ ცხოვრობენ და განიცდიან ემოციებს. ტოლსტოი: ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს,აოცებს საშუალოს და ბერავს პატარა ადამიანს. დემოკრიტე: თუ ბევრს არ ისურვებ,მაშინ ცოტაც ბევრად მოგეჩვენება. კონფუცი: ნუ ღელავ იმაზე,რომ ხალხი არ გიცნობს შენ.იფიქრე იმაზე,რომ შენ არ იცნობ მათ. ტორო: იქ, სადაც კონკურენცია არ არის,კარგად სძინავთ,მაგრამ ცუდად ცხოვრობენ. რუსთაველი:უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების, უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების. გოეთე:ვინც სწრაფად გასცემს, ორმაგად აძლევს. შექსპირი:სიმამაცის უკეთესი ნაწილი სიფრთხილეა. ოვიდიუსი:ყველაფერი ძვირია, რასაც ღარიბები ყიდულობენ და მდიდრები ყიდიან. უაილდერი:ან შემთხვევითია ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი, ანდა ერთსაც და მეორესაც გეგმა უდევს საფუძვლად. მოემი:დროის დაკარგვას ყველაზე მეტად ის განიცდის, ვინც მეტი იცის. ფ.ფიშერი:მადლიერება სამართლიანობის ერთ-ერთი სახეობაა. მენანდრე:მეგობრებიც და მტრებიც ერთი საზომით უნდა გაასამართლო. სპინოზა:გაჭირვებულთათვის ისიც ნუგეშია, თუ ამხანაგი ეყოლებათ გაჭირვებაში. იაპონური ანდაზა:სიკვდილი ძნელი არ არის, სიცოცხლე უფრო ძნელია. ნიცშე:სიცილი ნიშნავს,რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი წმინდა გაქვს. ჰიუგო:ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ. ბამი:სისულელე ის გარსია, რომელიც გარე სამყაროსგან გვიცავს. ბუასტი:სულელთან ჭკვიანური ლაპარაკი იგივეა, რაც ბრმისათვის სინათლე. ლამარტინი:გონიერ კაცთა მასხრად აგდება სულელთა სრულიად ბუნებრივი პრივილეგიაა. ბუალო:სულელს სულელი მაქებარი არ დაელევა. კანტი:გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა. ვაჟა:გენიოსს არ შეუძლია, იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად ერთობლივად. ილია:აღდგენა ისტორიისა ერის გამოცოცხლებაა, აწმყოს გაგება და წარმართვა, მერმისის გამოკვლევა სიბნელისაგან. გურამიშვილი:ჭკვის უკეთესი საქონლად არა რა საქონელია. აკაკი:უსამართლო ძლიერებას საუკონო არ აქვს ძალი! უძლეველი საბო- ლოოდ არის მხოლოდ სამართალი! სოლონი:სამართლიანობა მაშინ გაბატონდება, როცა თითოეული პიროვნება სხვის შეურაცყოფას საკუთარ შეურაცყოფად მიიჩნევს. გალაკტიონი:ასე ხდება ქვეყანაზე- ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება. და ვაი მას, ვისაც სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება! ავრელიუსი:ის, ვინც სცოდავს, თავისი თავის წინაშე სცოდავს; უსამართლობის მოქმედიც თავისი თავის წინაშე სჩადის უსამართლობას, რადგან ბოროტჰყოფს თავისსავე თავს. თქვი ის რასაც ფიქრობ, მაგრამ ნუ იფიქრებ იმას რასაც ვერ იტყვი.. (ზინგერ) "ნუ გგონია, რომ რამე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენს საკუთარ სინდის ვერსაით წაუხვალ." ”"როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!" ლეონარდო და ვინჩი "მოზომე შენი ნაბიჯი და ხმა შენი, რამე თუ არაფერია ვირის ხმაზე უ�� | |
|
სულ კომენტარები: 0 | |