მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ბულტერიერი
12:18 PM
ბულტერიერი

ბულტერიერი (BULL TERRIER)

წარმომავლობა. 1830 წელს, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული იყო ხარებისა და ბულდოგების ორთაბრძოლები, "სპორტის” ამ სახეობის მოყვარულებმა გადაწყვიტეს ძაღლის ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელიც შეძლებდა ხარის შეტევას ბულდოგზე უკეთ. ამგვარად, ინგლისური ბულდოგისა და ძველინგლისური ტერიერის, მოგვიანებით კი ესპანური პოინტერების შეჯვარების შედეგად მიღებულ იქნა ბულტერიერი. 1850 წელს გამოიყვანეს ამ ჯიშის თეთრი ფერის ნაირსახეობა.

ჯიშის აღწერა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს გააჩნიათ ოვალური ფორმის თავი. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა არ არსებობს. ბულტერიერის ყბები ძლიერია, კბილები კი – მაგარი, ჯანმრთელი და სწორი. თვალები პატარა, მუქი და ნუშისებრია, მხრები – ძლიერი და კუნთოვანი, სხეული – მომრგვალებული. კუდი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ბეწვი მოკლე, ხშირი და ბზინვარეა. შეფერილობა: მთლიანად თეთრი, თეთრი თავზე შავი ლაქებითა ან ზოლებით, ვეფხვისებრი, ყვითელ-ყავისფერი, შავი ან სამფეროვანი. სიმაღლე მინდაოში – 53-56 სმ. წონა – 23-28 კგ.
ბულტერიერი (BULL TERRIER)
ხასიათი. თავდაპირველად ბულტერიერი ძალიან აგრესიული ძაღლი იყო. თუმცა, თანამედროვე მეძაღლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად იგი გახდა ერთგული, ზრდილობიანი და დამჯერი ოთხფეხა მეგობარი.

გამოყენება. ბულტერიერი გამოიყვანეს როგორც მებრძოლი ძაღლი, მაგრამ შემდეგ იყენებდნენ ნახირის დასაცავად, მღრღნელების მოსასპობად, პირადი მცველის, სადარაჯო ძაღლის და, ბოლოს, კომპანიონის სახით

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 1126 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
#1 | Написал: buka | 2012-04-15 | ICQ: |

Группа:
Публикаций: {news-num}
Комментариев:
magari saiti
a
Ответить [complaint]Жалоба[/complaint]

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0