მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)
9:54 AM
ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)
ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)
დასავლეთ ავსტრალიაში, კიმბერლის ოლქში მდებარეობს ჰორიზონტალური ჩანჩქერი. ჩანჩქერი განლაგებულია ტოლბოტის ყურეში. ეს ბუნებრივი ფენომენი შედგება ორი კანიონისგან, რომლებიც მდებარეობს მაკლარტი რეიჯის ქედებში. მოქცევა ამ კანიონებში წყლის უზარმაზარ მასებს მოადინებს და ქმნის დროებით 5 მერტი სიმაღლის ჩანჩქერს.
როდესაც დინების მიმართულება იცვლება ჩანჩქერი ქედის მეორე მხარეს წარმოიქმნება. ორი კანიონი მდებარეობს პარალელურად მდებარე ქედებზე, რომლებიც ერთმანეთისგან 300 მეტრითაა დაშორებული. ერთი კანიონის სიფართე 20 მეტრია, ხოლო მეორე კანიონის სიფართე 10 მეტრი, სწორედ აქ წარმოიქმნება განსაკუთრებით ლამაზი ჩანჩქერი. 

მოქცევის დროს კანიონის შესასვლელთან წყალი უფრო სწრაფად გროვდება ვიდრე შეუძლია გაატაროს კანიონს, სწორედ ამიტომ წარმოიქმნება ჩანჩქერის ეფექტი, როდესაც კანიონის მეორე ბოლოში დინება წყლის უფრო დაბალ დონეს ხვდება. 

მიქცევა და მოქცევა აქ ერთმანეთს ყოველ 6, 5 საათში ცვლის და წყლის დონე 10 მეტრამდე იწევს. როდესაც დინება ნელდება კანიონებში შესაძლებელი ხდება ნავით მოძრაობა.

დევიდ ატენბორომ ამ მოვლენას "ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრება" უწოდა.
ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)

ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)

ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)

ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)

კატეგორია: ბუნება | ნანახია: 669 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0