მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ჩემი მიკი
10:52 PM
ჩემი მიკი
ჩემი მაიკლი - Site Name

ჯექსონი - ადამიანი
ჯექსონომანებისთვის მაიკლი სიკეთეს და სითბოს განასახიერებდა, სხვებისთვის რასის მოღალატე, პედოფილი და გარყვნილი იყო. უოლტ დისნეის დიდი მოყვარული ჯექსონი ხშირად მასპინძლობდა ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს ნევერლენდის ვილაში. მას არასდროს დაუმალავს, რომ ბავშვებთან ერთად იძინებდა, რომ მათი უმანკოე­ბა აღაფრთოვანებდა.
რაც შეეხება კანის ფერის შეცვლას, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. ერთნი ამტკიცებენ, რომ წარმატებით გაზულუქებულ მაიკლს საკუთარი წარმომავლობის რცხვენოდა, მისი კულტის ქურუმები კი აფრიალებენ საექიმო დასკვნებს, რომლებშიც გარკვევით წერია, რომ ოპერაციების სერია უცნობმა ინფექციამ გამოიწვია.
ვერც გაზულუქებულის სტატუსი ერგება ბოლომდე. ფაქტია, არას­დროს ყოფილა ფულის ზედმეტად მოყვარული. 1984 წელს ანტიალ­კოჰოლური სარეკლამო კლიპისთვის მაიკლმა უსასყიდლოდ დათმო სიმღერა Beat It. ერთი წლის შემდეგ სრულიად უფასოდ იმუშავა ჰიმნზე We Are The World, ტურნეების დროს ბილეთების გარკვეუ­ლი რაოდენობა უფასოდ გადაეცემოდათ გაჭირვებულ ახალგაზ­რდებს - სხვანაირად ისინი ვერასდროს მოხვდებოდნენ კერპის კონ­ცერტზე. მუსიკოსი რამდენჯერმე სტუმრობდა აფრიკას, ყოველწლი­ურად მილიონობით დოლარს რიცხავდა აფროამერიკელი ახალგაზ­რდების დასახმარებლად. დღემდე მოქმედებს მისი სტიპენდია წარ­მატებული სტუდენტებისთვის. და ბოლოს, ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი - 1987 წელს იაპონური ტურნეს დროს გაიტაცეს და მოკ­ლეს პატარა ბიჭუნა იოშიაკი. შეძრწუნებულმა ჯექსონმა ბიჭუნას ოჯახს 20 ათასი დოლარი გადაურიცხა, ტურნე კი მის ხსოვნას მიუძ­ღვნა.
ჯექსონომანია
ჯექსონომანია ჯერ კიდევ ოჯახური ბენდის დროს დაიწყო და, ალ­ბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის თქმის საბაბს იძლევა ის, რომ კერპის გარდაცვალების შემდეგ თხუთმეტმა ჯექსონომანმა თა­ვი მოიკლა. ჯექსონის შემოქმედება იქცა უამრავი მუსიკოსის შთაგო­ნების წყაროდ. 
„მან მუსიკა გააცოცხლა. მან მუსიკის მაგიაში დამარწმუნა,” - თქვა პაფ დედიმ მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ.
„მაიკლ ჯექსონი რომ არა, მე არ ვიქნებოდი მუსიკოსი, შემსრულებე­ლი და შოუმენი,” - განაცხადა აშერმა.
პარალელურად, ჯექსონი უამრავი ადამიანისთვის არასრულფასოვნე­ბის კომპლექსის დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. Youtube-ზე დღემდეა შემორჩენილი პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ფი­რი, სადაც დალილავებულ მომღერალს პოლიციელები აბუჩად იგდე­ბენ და ხელკეტებს ურტყამენ.
ამ ინციდენტმა ბევრს გაახსენა ჯექსონის სიტყვები - ზიზღით სავსე სამყაროში უნდა გარისკო და გიყვარდეს, უიმედობით სავსე სამყარო­ში უნდა გაბედო და იოცნებო.
 
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 655 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0