მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » დინოზავრი
12:15 PM
დინოზავრი

Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო).

ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული  ანგარიშიწარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე.

დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა დაახლოებით 200მლნ წლის წინ (იურული პერიოდის დასაწყისში). ისევე როგორც სხვა Sauropoda-ის წარმომადგენლებს, ამ ცხოველსაც ქონდა წინ წამოწეული კისერი, მყარი ჩონჩხო და გადაადგილდებოდა 4 ფეხზე; თუმცა ზომებით ის უფრო პატარაა ვიდრე მისი "მომდევნო” ზაუროპოდები, რომლებიც 36 მეტრამდე იზრდებოდნენ. Yizhousaurus sunae-ის ზომა მეცნიერებმა შეაფასეს როგორც 9მ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დინოზავრის ძალიან კარგად შენახული თავი. "ზაუროპოდების თავი არც ისე დიდი და მყარი იყო, — ხსნის ბატონი ჩატერჯი. — ისინი ინახებიან მხოლოდ 10% შემთხვევებში”.

Y. sunae-ის თავი არის საკმაოდ ფართო, და მოკლე (30სმ-ზე ნაკლები). U-ს მაგვარი პირი მოგვაგონებს იურული პერიოდის ბოლოსკენ მცხოვრებ ზაუროპოდს Camarasaurus; ძლიერი კბილები, მას საშუალებას აძლევდა როგორც ფოთლების ისე ტოტების გადაყლაპვისა. "ევოლუციის მსვლელობისას ზაუროპოდებს აღარ ჰქონდათ "უნივერსალური” კბილები”, — აღნიშნავს სანკარ ჩატერჯი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იუნანში ნაპოვნი იქნა პროზაუროპოდების(ლუფენგაზავრის) ნარჩენები. ახლა უკვე პალეონტოლოგებს გამოუჩნდათ საშუალება რომ გამიჯნონ ამ დინოზავრებიდან "გადასვლა” ზაუროპოდებისკენ.

Y. sunae-ის აღმოჩენილი ძვლების ნაწილი (Bill Mueller-ის ფოტო).

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 734 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0