მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ეშმაკი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ლავგარდანზე!
10:00 AM
ეშმაკი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ლავგარდანზე!
ეშმაკი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ლავგარდანზე!
ხალხური ფანტააზიით სატანას თავისი ხელქევეითნი ყავდა - ჭინკები, ქაჯები, კუდიანები და ეშმაკმა უწყის კიდევ რამდენი ამგვარი "ასისტენტი" რომელთა დახმარებითაც იგი აგვარებდა (და ეგებ ეხლაც აგვარებს?!) თავის შავბნელ საქმეებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ სატანა და დემონი მთლად იდენტურნი მაინც არ არიან: დემონი უფრო ტრაგიკულ-მისტიკური ფიგურაა ხოლო სატანა მხოლოდღა ბოროტების განსახიერებაა. ასე, რომ არ ყოფილიყო, ტერენტი გრანელი არ დაწერდა : "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია"(მე და გალაქტიონი 1924) სატანა ღმერთის მარადიული მოქიშპე და მისი ანტითეზაა ღმერთი სამყაროს შემოქმედია, სატანა კი აღმრევი და დამანგრეველი; ღმერთის სიკითის პრინციპს განასახიერებს და მისი შეცნობაც სწორედ ამ გზით შეიძლება სატანა პირიქით - ბოროტებას ბადებს და ადამიანებს "გონების თვალს უბრმავებს" რადგან ამასთანავე ღმერთი სიცოცხლეს განასახიერებს, ხოლო სატანა სიკვდილს სამყაროს სიმბოლური მოდელი სწორედ ამ მარადიულ დაპირისპირებაზეა დაფუძნებული; აფსოლიტური გამარჯვება აქ წარმოუდგენელია ეს ცხოვრების წრებრუნვას შეაჩერებდა.
"ეშმაკი ყველგანაა" - ამ გამაფრთხილებელმა შეძახილმა ჩვენამდე შუა საუკუნეებიდან მოახწია იმ დროისათვის ეშმაკის "სიტყვიერი პორტრეტი" საგულდაგულოდ იყო შემუშავებული: მოკაუჭებული ცხვირი, წაწვეტებული, ცხოველისებური ყურები, ხოჯები, ღამურას ფრთები, თხის ფეხები რაღა თქმა უნდა რქები და კუდი. ყველა ამ "სიკეთესთან" ერთად, მას გოგირდის სუნიც ასდიოდა.
 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 545 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0